პუტინის კრიტიკოსი უმდიდრესი დეპუტატი ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს

პუტინის კრიტიკოსი უმდიდრესი დეპუტატი ინდოეთში გარდაცვლილი იპოვეს

access_time2022-12-27 16:20:13

რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უმდიდრესი პოლიტიკოსი და ვლადიმირ პუტინის აქტიური კრიტიკოსი პაველ ანტოვი ინდოეთის სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. დეპუტატი 2019 წელს, Forbes-ის მიხედვით, რუსეთის უმდიდრესი საჯარო მოხელეების რეიტინგის სათავეში იყო. რამდენიმე დღით ადრე ამავე სასტუმროში მისი მეგობარი და პოლიტიკური თანამოაზრე გარდაიცვალა. რუსეთის გენერალურმა საკონსულომ განაცხადა, რომ ორი რუსის გარდაცვალებაში საეჭვო ვერაფერი დაინახა.

გარდაცვლილი დეპუტატი ვლადიმირის რეგიონის საკანონმდებლო ასამბლეის აგრარული პოლიტიკის, ბუნების მართვისა და ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რუსეთის საკანონმდებლო კრების ვებგვერდზე გავრცელდა. ანტოვმა 22 დეკემბერს 65 წელი შეუსრულდა. გარდაცვალების მიზეზი განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული. ანტოვი „ტრაგიკული გარემოებების შედეგად გარდაიცვალა", - წერს საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ კარტუხინი თავის Telegram არხზე.

ინდური ტელეარხი NDTV-ის ცნობით, გარდაცვლილი რუსი დეპუტატი ინდოეთის შტატ ოდიშაში, რაიაგადას რაიონში მდებარე სასტუმროში იპოვეს და გარდაცვალების გარემოებები თვითმკვლელობაზე მიუთითებს. არხის ცნობით, 22 დეკემბერს იმავე სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს მისი მეგობარი ვლადიმერ ბიდენოვი.

შეგახსენებთ, რომ პაველ ანტოვი პუტინის რეჟიმის კრიტიკოსი იყო. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას „პუტინის ტერორი“ უწოდა, მაგრამ შემდეგ პოსტი წაშალა და საჯაროდ ბოდიში მოიხადა.

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...

მსგავსი სიახლეები

up