უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ პუტინის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს ჩაკეტავს. ამის შესახებ მან New Voice-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საზღვრების ჩაკეტვა კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ რუსებს „არც ისე კარგად აქვთ საქმე ფრონტზე“.
„ისინი აუცილებლად ჩაკეტავენ საზღვრებს, ამაში დარწმუნებული ვართ, გასვლას ჩაუკეტავენ 65 წლამდე მამაკაცებს და არა 60 წლამდე, როგორც აქამდე იყო, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ფრონტზე არც ისე კარგად აქვთ საქმე. მაგრამ იმას, რომ თანამედროვე ჰიტლერ-პუტინმა ამ ომში ფსონად მთელი რუსეთი დადო, ამას კარგად ვხედავთ “, - განაცხადა დანილოვმა.