რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„ვფიქრობ, რომ გამართლებულია, ეს წარმოადგენს ძალიან ძლიერი პოზიციას“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხად, რომ ვლადიმერ პუტინმა ომის დანაშაულები ნამდვილად ჩაიდინა.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის, ასევე ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა. მათ ბრალი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში ედებათ.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეები განმარტავენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი, იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე, როგორც მათი უშუალო მონაწილე, ასევე როგორც ლიდერი, რომლის ქვეშევრდომებმა, მისი თანხმობით თუ მისი ნების დართვით ჩაიდინეს ეს დანაშაულები.