პუტინის ყოფილი თანაშემწე ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც კრემლი და რუსეთი დატოვა, მეუღლესთან ავდოტია სმირნოვასთან ერთად ისრაელში გადასახლდა. ეს ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოხდა, თუმცა ახლა ჩუბაისი, ისრაელში უფრო ხშირად იმყოფება. - ამის შესახებ ტელეგრამ არხი Можем объяснить ჩუბაისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. სოციალურ ქსელებში თელ-ავივში მყოფი ჩუბაისის ფოტო გამოჩნდა.
წყარო აცხადებს, რომ „როსნანოს“ ყოფილ ხელმძღვანელს ისრაელის პასპორტი საშუალებას აძლევს ევროპაში უვიზოდ იმოგზაუროს.
ჩუბაისმა მდგრადი განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი მარტის ბოლოს დატოვა.
ჩუბაისს თავის გადაწყვეტილებაზე არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია და არც უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით დაუფიქსირებია თავისი მოსაზრება.
ვრცელდებოდა ინფორმაცია ჩუბაისის სხვადასხვა ქვეყანაში ყოფნის შესახებ. გაზაფხულზე კი ის მეუღლესთან ერთად ისრაელში შენიშნეს.
არსებული ინფორმაციით, ანატოლი ჩუბაისს ისრაელთან, თავისი წარმოშობაც აკავშირებს, მისი დედა რაისა საგალი ებრაელია.