ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა შეარყია მშვიდობა ევროპაში და საკვებისა და ენერგოკრიზისის თვალსაზრისით გავლენა იქონია მთელს მსოფლიოში ყველაზე. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, ამასთან ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა.
„პრეზიდენტმა პუტინმა ორი დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა – მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხისა და მისი არმიის ძალა, სიმამაცე და ნატო-სა და მისი პარტნიორების ერთიანობა
ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ უკრაინისთვის, რათა დაეხმაროს, დაიცვას თავდაცვის უფლება. დასაწყისიდანვე ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ევროკავშირთან უკრაინის მხარდასაჭერად, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. დღეს, ჩვენ განვიხილავთ ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელებას, რაც მნიშვნელოვანია უკრაინის გამარჯვებისთვის როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.