რუსეთის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 31 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, არის ბიუჯეტის დეფიციტი, მაგრამ კარგ დონეზე, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
”ხარჯები გაგვეზარდა. უფრო მეტიც, გაგვეზარდა მაღალი ტემპით, ლამის მეოთხედით და გადააჭარბა 31 ტრილიონ რუბლს. შედეგად, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა 3,3 ტრილიონი რუბლი, ანუ მშპ-ს 2,3%“- განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, დეფიციტის ეს დონე ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია G20-ის ქვეყნებს შორის.