რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მოლაპარაკებზე ფიასკო განიცადა. ამის შესახებ ამერიკის ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი წერს. შეგახსენებთ, რომ პუტინისა და ჩინეთის პრეზიდენტის შეხვედრა 20 მარტს მოსკოვში გაიმართა.
ISW-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის ხელისუფლებასთან უფრო მჭიდრო ორმხრივ პარტნიორობაზე ვერ შეთანხმდა.
ანგარიშში ანალიტიკოსები ციტირებენ ჩინეთისა და რუსეთის ერთობლივ განცხადებას „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, ახალ ეპოქაში შესვლის შესახებ“, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს შეხვედრის დროს. ISW აღნიშნავს, რომ დოკუმენტი შეიცავს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების უფრო თავშეკავებულ ვარიანტს. ეს განსხვავდება იმისგან, რასაც რუსეთის ფედერაციის ლიდერი ელოდა - ამბობენ ანალიტიკოსები.
ჩინეთის ლიდერმა გააკეთა ორი ძირითადი განცხადება: პირველი ის არის, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს რუსეთის ინიციატივებს გაეროს უშიშროების საბჭოში და მეორე ეხება უკრაინის ომის „პოლიტიკურ დარეგულირებას“. თუმცა, სი ძინპინს ამ კუთხით უფრო მკვეთრი განცხადებები არ გაუკეთებია. კერძოდ, საჯაროდ არ დაჰპირებია პუტინს უკრაინასთან ომში რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერას, წერს უკრაინული გამოცემა Unian-ი.