რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
როგორც რუსული მედია იუწყება, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით ღამის 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.
მანამდე ე.წ. საშობა ზავის გამოცხადების ინიციატივით, რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში კირილის ინიციატივას „ცინიკური მახე“ უწოდეს.
1tv.ge