დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამორაულს უწოდებს ავიადარტყმას, რომელიც, უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთმა ქალაქ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოზე განახორციელა.
“ცოტა რამ არის დაუცველის მიზანში ამოღებაზე უფრო ამორალური”, — წერს ჯონსონი “ტვიტერზე”.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი განიხილავს მეტ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რათა ამ უკანასკნელმა თავი დაიცვას საჰაერო თავდასხმებისაგან. ჯონსონის განცხადებით, მისი ქვეყნის მთავრობა პასუხს აგებინებს პუტინს “მის საშინელ დანაშაულებზე”.
უკრაინის თანახმად, 9 მარტს რუსეთის ძალებმა ავიადარტყმა განახორციელეს ტერიტორიაზე, სადაც ბავშვთა საავადმყოფოა განთავსებული.
“Ukrayinska Pravda” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქებების ეპიცენტრი სამშობიაროსა და პედიატრიულ განყოფილებას შორის, ეზოში იყო.
ოფიციალურ პირთა ცნობით, დაშავებულია 17 ადამიანი, მათ შორის, დაწესებულების თანამშრომლები და ორსული ქალები.
netgazeti.ge