თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარი 11 დეკემბერს გაიმართება.
ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა სტამბოლში TRT World Forum-2022-ის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტებს შორის განიხილება „მარცვლეულის დერეფნის“ თემა.
ფორუმის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი TRT-ის მსოფლიო ფორუმში ვიდეომიმართვით წარსდგა. მან თურქეთის პრეზიდენტს „მარცვლეულის ინიციატივის“ განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სესიები გაიმართება, მათ შორის დეზინფორმაციასთან ბრძოლის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კლიმატის ცვლილების, დიგიტალიზაციის, მიგრაციისა და რუსეთ-უკრაინის ომის თემებზე.