ქაბულის სილამაზის სალონი - წინააღმდეგობის პირველ ხაზზე

ქაბულის სილამაზის სალონი - წინააღმდეგობის პირველ ხაზზე

access_time2021-10-30 17:00:21

სალონი ქაბულის ცენტრში ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილია, სადაც გარკვეული თავისუფლება შენარჩუნდა და ბევრი თამამი სიახლე ჯერაც ნებადართულია. მისმა მფლობელმა მოხადესამ, თალიბების მხრიდან მუდმივი მუქარების მიუხედავად, სალონის შენარჩუნება გადაწყვიტა. კლიენტები, ძირითადად ახალგაზრდა ქალები, მოდიან მანქანებით და შედიან არაფრით გამორჩეულ შენობაში, რომლის ფასადზეც ყველა სარეკლამო აბრა თეთრადაა გადაღებილი. ოთახში შემოსვლის შემდეგ, ისინი ჰიჯაბებს და ნიკაბებს იხდიან და ამ დროს თალიბების ჯგუფები, რომლებიც რამდენიმე მეტრში პატრულირებენ, თითქოს სხვა სამყაროს მიეკუთვნებიან.

 

32 წლის მეწარმე მოხადესა, გრძელი თმებით და კიმ კარდაშიანის სტილის წარბებით, თავისი ნებით ბიზნესიდან წასვლას არ აპირებს. ეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილებაა, როგორც მისთვის, ასევე მის სალონში მომუშავე 20 გოგონასთვის.

 

„ჩვენ არ გვინდა მივატოვოთ ჩვენი სამუშაო, რომელიც ასე გვიყვარს. ავღანეთს კი ისე, როგორც არასდროს, სჭირდება მომუშავე ქალები. ჩვენი სალონის თანამშრომლების დიდი ნაწილი ამ სამუშაო ოჯახებს არჩენს,“ - განაცხადა მოხადესამ.

 

თალიბების წინა მმართველობის დროს (1996-2001) სილამაზის სალონები აკრძალული იყო და შეღებილი ფრჩხილების ჩვენება თითების მოჭრით ისჯებოდა. ამჟამად, ხელისუფლებაში მეორედ დაბრუნების შემდეგ, ფუნდამენტალისტები მუდმივად იმეორებენ, რომ შეიცვალნენ და უფრო თანამედროვეები გახდნენ. თუმცა, მოდერნიზების მოუხედავად, თალიბებმა ტელევიზიით გამოაცხადეს, რომ სუნამოს არომატი და ქუსლები კაკუნი რელიგიური ნორმების დარღვევაა.

 

თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2 თვე გავიდა, მაგრამ მათი რელიგიური მითითებების შინაარსი დ აპრაქტიკ აგაურკვეველი რჩება. ამიტომაც მოხადესა ამ გაურკვევლობას ძალიან ფრთხილად იყენებს. ყველას აშინებს შესაძლო მოულოდნელი გამკაცრება. სამსახურში ყველა შიშის ქვეშ მოდის, განსაკუთრებით. სალონის გახსნის დროს.

 


სალონში მოსული ინგლისურის მასწავლებელი ფარხუნდა ამბობს, რომ ეს დეკემბრის ბოლოდან მისთვის გარეთ გამოცლის პირველი შემთხვევაა. მას ერთი თვალი დაზიანებული აქვს სკოლაზე თალიბების თავდასხმის შედეგად.

 

„ქალური სილამაზის კულტურა ჩვენთვის ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი იარაღია, იქნება ეს მაკიაჟი, თუ ვარცხნილობის დაყენება. მე წინააღმდეგობის მჯერა. ჩვენ არ ვართ ჯოგი ბურკებში და ნიკაბებში, არც შავი ფერის და არც ცისფერის. ჩვენ, ავღანეთში, ისეთი ლამაზი, კოლორიტული და დახვეწილი მოდა გვაქვს, მაგრამ დღეს ჩვენ მხოლოდ მოჩვენებები ვართ,“ - ამბობს სალონის მფლობელი.

 

სალონის კლიენტებს შორის საკმაოდ თანამედროვე და ცივილიზებული ქალებია, მაგალითად, მარვა, რომელმაც სულ რამდენიმე თვის წინ ქაბულში ადგილობრივი მოდის სახლი გახსნა, თუმცა, თალიბების მოსვლი შემდეგ, მას საკუთარ პროექტზე უარის თქმა მოუწია.

ფარხუნდას დახურული სკოლის კვლაც გახსნის და მუშაობის გაგრძელების იმედი აქვს, თუმცა ის შიშობს, რომ კიდევ კარგა ხანი თავის საქმეს ვერ დაუბრუნდება.

 

მოხადესა კი სიცოცხლის რისკზე და თალიბების მიერ შექმნილი „ცოდვების აღმოფხვრის სამინისტროსგან“ მიღებულ მუქარის წერილებზე საუბრობს. თუმცა, მას მუქარის არ ეშინია და მუშაობის შეწყვეტას არ გეგმავს.

 

„წერილები საკმარისი არაა. მე დავხურავ სალონს მხოლოდ მაშინ, თუ ისინი დანას პირდაპირ ყელთან მიმადებენ“ - ამბობს მოხადესა.


ავტორი: თენგიზ აბლოთია

წყარო: LeFigaro 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up