ქალაქ ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი: „წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“

ქალაქ ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი: „წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“

access_time2021-11-01 11:40:00

შვეიცარიის კონფედერაციის დედაქალაქ ბერნში, ფესტივალის „FERNWEH” ფარგლებში, „ქართული ღვინის ფორუმი“ გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


შვეიცარიაში მსგავსი მასშტაბის ღონისძიება პირველია და ის ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.



ღვინის ფორუმს ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი (Alec von Graffenried) დაესწრო და ქართული მეღვინეობის ისტორიას და ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოებს გაეცნო.



„ბერნში მიმდინარე ფესტივალი „FERNWEH” უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს. დღეს გავეცანი საქართველოს, რომელსაც აქვს ქვევრში ღვინის წარმოების 8 ათასწლიანი ტრადიცია და ისტორია, ასევე, სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილ ღვინოებს, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი. მოხარული ვარ, რომ დავესწარი ამ ფორუმს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში“, - აღნიშნა მერმა.




შვეიცარიაში „ქართული ღვინის ფორუმი“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის“ და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.



ფორუმის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) დამფუძნებელმა ზვიად არაბიძემაც წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში, მიმდინარე წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. ქართული ღვინის გალერეის გახსნის იდეა ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის.



ქ. ბერნში, ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, ორი დღის განმავლობაში, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოდგენილ სხვადასხვა დასახელების ღვინოს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ფორუმში კომპანიები: „თელავის ღვინის მარანი“, „შატო მუხრანი“, „თელიანი ველი“, „შილდა“, GWS, „წინანდლის მამული“, „კონჭო და კომპანია“, „ნაბერაული“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანი“ მონაწილეობდნენ.



ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.




თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up