ქალაქები განადგურებულია, ზღვა ისევ ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვრჩებით - ზელენსკი

ქალაქები განადგურებულია, ზღვა ისევ ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვრჩებით - ზელენსკი

access_time2022-05-28 09:30:11

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა "თავისუფლებას" ვამბობთ, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის უნივერსიტეტის დამსწრე საზოგადოებას, რითიც ამერიკასა და უკრაინას შორის არსებულ ურთიერთობას ხაზი გაუსვა.

მისივე თქმით, უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა ერთ-ერთი უდიდესი თავისუფლების პროექტია, რაშიც სტუდენტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომის შემდეგ, რაღაც შეიცვლება თქვენ, ამერიკელ ხალხსა და ჩვენს ურთიერთობაში, ის უკვე იცვლება, ჩვენ უფრო დავახლოვდით. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა "თავისუფლებას" ვამბობთ. გასულ სექტემბერში უკრაინაში რომ დავბრუნდი, ძალიან გამხნევებული ვიყავი. ვფიქრობდი, რამდენის გაკეთება შეგვეძლო ერთად. ახლა ვგრძნობ მსგავს ამაღლებულ განწყობას, იმიტომ რომ მე ვხედავ თქვენს თვალებს და მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი იქნება უკრაინაში და ჩვენს ომის შემდგომ რეკონსტუქციას დაეხმარებით, რადგან ეს, თავისუფლების დაცვის შესახებ ყველაზე დიდი პროექტია, რომელშიც თქვენს თაობას მონაწილეობა შეუძლია. ჩვენი ქალაქები განადგურებულია, ზღვა ისევ ბლოკირებულია, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვრჩებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტმა მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხდა, რომ  მიუხედავად რუსეთის მიერ ნგრევისა, უკრაინას მაინც აღადგენენ.


"როგორც მოსალოდნელი იყო, სიტუაცია ძალიან მძიმეა. ოკუპანტები ცდილობენ მიაღწიონ იმ მიზნებს, რასაც 24 თებერვლის შემდეგ, პირველ დღეებში ელოდნენ, ამიტომ მათ დონბასში მაქსიმალური არტილერიის კონცენტრირება მოახდინეს, არის სარაკეტო და საჰაერო თავდასხმები. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მიწას ისე, როგორც ჩვენი დღევანდელი თავდაცვის რესურსები იძლევა ამის საშუალებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის გაიზარდოს და ჩვენ გავზრდით მას. თუ ოკუპანტებს ჰგონიათ, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკი მათი იქნება, ცდებიან. დონბასი უკრაინული იქნება, რადგან ეს ჩვენ ვართ, ეს არის ჩვენი არსი და მაშინაც კი, თუ რუსეთი ყველგან ნგრევას და ტანჯვას მოიტანს, ჩვენ ყველა ქალაქსა და დასახლებას მაინც აღვადგენთ. ჩვენი უკრაინის დროშების ალტერნატივა იქ არ არის და არ იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up