ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას მუნიციპალური განვითრების ფონდი განახორციელებს

ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას მუნიციპალური განვითრების ფონდი განახორციელებს

access_time2023-04-18 19:00:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება.


ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.  


პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტიის  და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები.


,,პირველ ეტაპზე  11 მდებარეობა იქნა შერჩეული.  წარმოდგენილია როგორც ქალაქები, ასევე კურორტები იმდაგვარი სახით , რომ შესაბამისი არეალური განვითარება მოხდეს, რაც  მათ ახალი მიზიდულობის ცენტრებად წარმოაჩენს და შემდგომში  კიდევ უფრო მნიშნელოვან დატვირთვას მისცემს. პროცესი გაგრძელდება, თუმცა ეს არის საწყისი ეტაპი. შესაბამისი არეალები რომელზეც იყო მსჯელობა აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ითვალისწინებს სწორედ იმ ძალიან საინტერესო მდებარეობებს, რომელიც ისტორიულად არსებობდა თითოეულ ამ ჩამოთვლილ ადგილას. მაგალითად ბორჯომის შემთხვევაში ვსაუბრობთ  ძველი ისტორიული ბორჯომის მდებარეობასა და ბორჯომის ცენტრალურ პარკზე.    ძველი ისტორიული ქუთაისი , რომელიც არეალურად მოიცავს როგორც ძველ უბანს, ასევე გათვალისწინებულია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის განახლება, რაც ნამდვილად საინტერესო ატრაქციაა  როგორც შინაარსობრივი , ასევე ტურისტული თვალსაზრისით. თელავში მოიაზრება ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორია, თვითონ ბატონის ციხის კონცეფციის განვითარება და შემდგომში განხორციელება, ასევე შედის თელავის თეატრი რომლის განახლება/ რეკონსტრუქციაც მოხდება და ასე შემდეგ“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.



პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, 2023 წლის ბიუჯეტში, 200 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. სამუშაოები რამდენიმე ფაზად განხორციელდება.    


პროგრამა ითვალისწინებს ქალაქებისა და კურორტების ისეთი არეალების განვითარებას და იერსახის განახლებას, რომელიც მათ პოტენციალს მნიშვნელოვან დატვირთვას შესძენს და ახალ მიზიდულობის ცენტრებს გააჩენს.


პროგრამის ფარგლებში შერჩეულ არეალებში გათვალისწინებულია შენობების, კულტურული და ისტორიული ობიექტების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და საჭიროების შემთხვევაში - რესტავრაცია; მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი და კულტურული ობიექტების როგორც რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ისე მშენებლობა; ახალი და არსებული რეკრეაციული სივრცეების, ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ახალი ადგილების და ტურისტული ატრაქციების განვითარება; მოწესრიგდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საინჟინრო ქსელები - განათების, სარწყავი, სანიაღვრე სისტემების და კომუნიკაციების ჩათვლით; აქტიურად იქნება გამოყენებული ენერგოეფექტური გადაწყვეტები, დათბუნებების, კარ-ფანჯრის, სახურავებისა და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტების მოწყობის სახით.


პროგრამის პირველივე ეტაპზე დამუშავდება კონკრეტული არეალების განვითარების კონცეფციები და ასევე, დაიწყება პირველი ფაზის სამუშაოები.


პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდი განახორციელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up