როგორია ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში - unicef-მა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები გამოაქვეყნა.
მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. რესპოდენტების თანახმად,1-17 წლის ბავშვების 62.5 პროცენტში აღზრდის მეთოდად მხოლოდ არაძალადობრივი ფორმები იყო გამოყენებული.
ბავშვების 29.4 პროცენტზე გავრცელდა ფსიქოლოგიური აგრესია და 4.8 პროცენტზე - ფიზიკური დასჯა (0.1 პროცენტ შემთხვევაში ეს იყო სასტიკი ფიზიკური დასჯა)
გოგოებთან შედარებით, ბიჭები უფრო მეტად ექვემდებარებიან აღზრდის ძალადობრივ მეთოდებს.
ქალაქელი ბავშვების მიმართ უფრო ხშირად გამოიყენება აღზრდის ძალადობრივი მეთოდები.