„ქალაქი არ იყენებს თავისი ტურისტული პოტენციალს, რომელიც უდავოდ აქვს“ - რატომ გადაწყვიტა Inn Group-მა გორში სასტუმროს გახსნა

„ქალაქი არ იყენებს თავისი ტურისტული პოტენციალს, რომელიც უდავოდ აქვს“ - რატომ გადაწყვიტა Inn Group-მა გორში სასტუმროს გახსნა

access_time2021-11-08 09:00:00

2022 წლის გაზაფხულზე Inn Group-ი რეგიონებში 2 ახალ სასტუმროს, ერთს ქუთაისში და მეორეს - გორში გახსნის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განუცხადა.



მისი თქმით, ქუთაისის სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება, ხოლო გორის 120. კოკაიას თქმით, ორივე სასტუმრო ქალაქის ცენტრშია. რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ პროქტს, ის უკვე 2023 წელს გაიხსნება ახალციხეში.



,, ჩვენ, 2022 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ ორი ახალი სასტუმროს გახსნას. ესენია ქუთაისი და გორი. „ქუთაისი ინნი“ იქნება 100-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ბალახვანის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ძირითადი გათვლაა როგორც ტურისტულ კომპანიებზე, ასევე იმ ტურისტებზე, რომლებიც ჩამოდიან ქუთაისის აეროპორტში. ამ ეტაპისთვის კი მიწოდება არ არის სასტუმრო სექტორიდან საკმარისი. მით უფრო, რომ ქუთაისი, საკმაოდ პოპულარული ადგილია ტურისტულად მისი ადგილმდებარეობის გამო. ამიტომ, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ვცდილობთ, რაც შეიძლება დროულად მივაწოდოთ ეს პროდუქტი.


-0:25

251662695-350631606862318-1061707372514529507-n-1636117747.jpg


რაც შეეხება „გორი ინნს“ ესეც ქალაქის ცენტრში, 100-ნომრიანი სასტუმრო იქნება, ყოფილი ცირკის ტერტორიაზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სასტუმროს გახსნა გადავწყვიტეთ არის ის, რომ ქალაქი არ იყენებს თავისი ტურისტული პოტენციალს, რომელიც უდავოდ აქვს. გორში არის საქართველოში ყველაზე პოპულარული, ეროვნულ მუზეუმზე უფრო ხშირად მონახულებადი მუზეულმი (სტალინის). ასევე, მაგალითად, 2019 წელს, უფლისციხეს 300 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია და ამით, ყველაზე პოპულარული ტერიტორია გახდა დაცულ ტერიტორიებს შორის. სამწუხაროდ, ეს არ აისახება გორზე და გორის ეკონომიკაზე. ამიტომ, ვთვლით რომ სასტუმროს ფუნქციონირებით პოპულარიზაციას გავუწევთ გორს არა მხოლოდ უცხოელ, ქართველ ტურისტებშიც. გვაქვს უზარმაზარი მარანი და ქართლური საინტერესო ღვინის ტურებიც ელოდება მომხარებელს.



გვაქვს ასევე მესამე პროექტი „ახალციხე ინნი“ 120-ნომრიანი დიდი, სასტუმრო კომპლექსი, რომელიც უკვე 2023 წელს გაიხსნება“- განაცხადა კოკაიამ ,,ბიზნეპრესნიუსთან“.


252335927-593010631939658-4391629804982362059-n-1636117793.jpg

253004718-1011801522699048-7091304264939935058-n-1636117809.jpg


ცნობისთვის, Inn Group-ი ამ ეტაპზე 4 სასტუმროს მართავს. აქედან ორი თბილისში, 2 კი მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში მდებარეობს. ჯგუფის სასტუმროები ჯამურად 470 ნომერს აერთიანებს, საიდაც 400 ადამიანია დასაქმებული.



წყარო: bpn.ge


თეგები:
სასტუმრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up