„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება

access_time2023-04-07 14:20:28

აქვთ თუ არა საქართველოში ქალებს შესაძლებლობა, თამამად აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ? არჩევანი, ერთი შეხედვით, შეუზღუდავია, თუმცა, მაგალითად, ავტოინდუსტრიაში ან ნავიგაციაში ცოტა ქალია. პროფესიის არჩევისას ქალები თითქმის ყოველთვის განიცდიან გენდერული სტერეოტიპების გავლენას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არსებობს „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზისა“ და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია, სახელწოდებით - „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ შეუერთდა.


კომპანიისათვის ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.


მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სისტემატურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. მიგვაჩნია, რომ ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა - იქნება ეს  მექანიკოსობა თუ მფრინავობა. მათ მიზნებს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპები ვერ უნდა აფერხებდეს. მოგეხსენებათ, ავტოსფეროც მამაკაცურ სფეროდაა მიჩნეული, ამიტომ ამ ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას. გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქალებს, რომ პროფესიას არ აქვს სქესი, ყველაფერი მათ ხელშია - მხოლოდ სურვილი და მიზნისკენ მტკიცედ სვლაა აუცილებელი“.



„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - კამპანიის იდეისა და შესრულების ავტორი კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზია“. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, მისი მთავარი პარტნიორი  კომპანია „ბოდი შოპია“, მხარდამჭერები კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან.

 

კამპანია რამდენიმე ნაწილის მოიცავს. თბილისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ შეახსენებს, რომელთა პროფესიული ოცნებებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო ვერ ასრულდა. კამპანიის ძირითადი ნაწილი კი ონლაინსივრცეში მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.unstereotype.ge, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პროფესიების ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენების შესახებ სხვადასხვა ამბავს უყვება.



„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ იმ ქალებს ეძღვნება, რომლებმაც პროფესიულ ოცნებაზე უარი თქვეს. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ და ამ პროცესში გენდერულ სტერეოტიპებს აწყდებიან.


კამპანია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.



ტოიოტა ცენტრი თეგეტა „თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.



(R)







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up