ქალების გასაძლიერებლად საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში  USAID - მა თიბისისთან თანამშრომლობით გრეის ჰოპერის ჯილდო დააწესა

ქალების გასაძლიერებლად საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში USAID - მა თიბისისთან თანამშრომლობით გრეის ჰოპერის ჯილდო დააწესა

access_time2021-03-30 14:26:17

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, თიბისისთან, მაშავის ცენტრთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს აწესებს. ჯილდოს მიზანია წარმოაჩინოს ადგილობრივი გოგონები და ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) და გამოავლინოს ის ორგანიზაციები, პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ.


პროგრამა ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერისა და პირველი ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს.


„დღეს, როდესაც საქართველოში ქალების ჩართულობა ICT სექტორში ასეთი დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანია, ისეთი ინიციატივების განხორციელება, რაც მათ მონაწილეობას ამ სფეროში უფრო გაზრდის. ამ მიმართულებით გავრცელებულია სტერეოტიპები, გვაქვს როლური მოდელების ნაკლებობა და სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც დავაწესეთ გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა. ჩვენი მიზანია, ამ სფეროში უკვე წარმატებული გოგონების და ქალების წარმოჩენა. გვსურს იმ ორგანიზაციებისა და პროგრამების წვლილის აღნიშვნა, რომლებმაც ამ კუთხით პოზიტიურ ცვლილებებს მიაღწიეს. გვაქვს იმედი, რომ გრეის ჰოპერის პროგრამით, ჩვენ მოტივაციას მივცემთ მეტ გოგონას და ქალს ჩაერთონ ამ სექტორში და ასევე, წავახალისებთ ორგანიიზაციებს, მხარი დაუჭირონ ქალების ამ მიმართულებით გაძლიერებას,“ - აღნიშნავს მარიამ ქობალია, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ახალგაზრდებისა და გენდერის სპეციალისტი.


„ეს პროექტი პირდაპირ შეესაბამება თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის პრიორიტეტებს, მხარი დაუჭიროს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ასეთ დროულ წამოწყებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდანაც კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ამ მიმართულებების მიმართ მომავალში. გარდა ამისა, გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა უზრუნველყობს მონაწილეების აღიარებას ამ სფეროებში და პარტნიონი ორგანიზაციების ჩართულობით, დაეხმარება მათ პროეფესიულ ზრდას და ბიზნეს პერსპექტივების გაფართოებას,“ - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.


ღია ნომინირებისა და ნომინირებული კანდიდატების ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდეგარი ჟიურის შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულებს, გრეის ჰოპერის ჯილდო შემდეგ კატეგორიებში გადაეცემათ:


1. მომავლის ლიდერი - 18 - 30 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც ცვლილებებს ახდენს ტექნოლოგიების საშუალებით ან/და აქვს ICT სფეროში განსაკუთრებული მიღწევები.



2. ICT სფეროს ჩემპიონი - ქალი, რომელიც იკავებს გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას ICT ინდუსტრიაში, თავისი საქმიანობით არის როლური მოდელი სხვა ქალებისთვის და მოაქვს პოზიტიური ცვლილებები ინდივიდუალურად ან/და ორგანიზაციის ფარგლებში.


3. ტექნოლოგიური სტარტაპი - დამწყები ტექნოლოგიურ კომპანია, რომელიც დაარსებულია და/ან წარმართავს ქალი/ქალები და რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, მომსახურებს ან ბიზნეს მოდელს.


4. ქალების გაძლიერების პროგრამა - გამორჩეული პროგრამა, პროექტი ან ინიციატივა, რომელიც მხარს უჭერს გოგონების და ქალების ჩართულობას ტექნოლოგიების სფეროში.


5. მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია - ორგანიზაცია/ინსტიტუტი, რომელიც თავისი საქმიანობით, როგორც ორგანიზაციაში, ისე ორგანიზაციის გარეთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას წაახალისებს.


6. ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი - ქალი ან მამაკაცი, ვინც შეიტანა წვლილი ქალების გაძლიერებაში, ან ინდივიდუალურად ან ორგანიზაციის ფარგლებში, მათ შორის განახორციელა კონკრეტული ინიციატივები ქალების გასაძლიერებლად და მათი ინტერესების ადვოკატირებისთვის.


გრეის ჰოპერის ჯილდოსთვის ნომინაციების მიღება 26 მარტიდან დაიწყო და გაგრძელდება 2021 წლის 26 აპრილის ჩათვლით. თითეულ კატეგორიაში გამარჯვებულები, გარდა საჯარო აღიარებისა, მონაწილეობას მიიღებენ სასწავლო ვიზიტში ისრაელში, რომელიც ხორციელდება მაშავის ცენტრსა და საქართველოში ისრაელის საელჩოსთან თანამშრომლობით. ამას გარდა, თიბისიმ და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ რამდენიმე კატეგორიისთვის სპეციალურ პრიზები დააწესეს.


დამატებითი ინფორმაციისთვის და საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის ნომინაციის გასაკეთებლად, გთხოვთ, ესტუმროთ ვებ. გვერდს: www.ictwomen.ge



NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up