ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში "ლანჩხუთი" რუმინულ "ოლიმპია კლუჟს" ესტუმრა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
რუმინელთა ინტენსიური შეტევების მიუხედავად, ქართული გუნდის კარი დარჩა ხელუხლებელი, რის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე სწორედ ჩვენი გუნდი გავიდა.
შეგახსენებთ, ერთი ეტაპით ადრე, "ლანჩხუთმა" დამატებით დროში ყაზახურ "ოკჟეტპეს" აჯობა (2:1). ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ჩვენი გუნდის შემდეგი მეტოქე.
კენჭისყრა გაიმართება 24 ნოემბერს, პლეი-ოფის შეხვედრები კი 8 და 9 დეკემბერს შედგება. ვულოცავთ "ლანჩხუთის" ქალთა გუნდს ამ წარმატებას.
goal.ge