ქალებს 3-ჯერ მეტი შრომის გაწევა უწევთ კარიერული წინსვლისთვის - თამარ ოქროპირიძე

ქალებს 3-ჯერ მეტი შრომის გაწევა უწევთ კარიერული წინსვლისთვის - თამარ ოქროპირიძე

access_time2023-03-09 23:30:41

რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემა „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, გადაცემის წამყვანმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ საჯარო სამსახურში ქალთა როლსა და გენდერულ თანასწორობაზე ისაუბრეს.

 

თამარ ოქროპირიძის თქმით, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ განათლების ნებისმიერ საფეხურზე ქალები უფრო მაღალ აკადემიურ მოსწრებას აჩვენებენ კაცებთან შედარებით, მაგრამ როგორც კი საჯარო სამსახურზე მიდგება ჯერი, ქალების კარიერულ გზაზე წინსვლა ფერხდება.

 

„კორპორაციული კიბეზე, ქალებთან შედარებით, კაცების უფრო სწრაფი აღმასვლა ხდება და „უხილავი შუშის ჭერი“ ჩვენს საზოგადოებაში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, არსებობს. ქალების წარმატება არ არის მათ აკადემიური მოსწრების პირდაპირ პროპორციული“, - განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.

 

მისი თქმით, ამ „შეფერხების“ მიზეზი საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპიებია.


„გენდერის მკვლევრები კარიერული წინსვლის შეფერხების 2 ძირითად მიზეზს გამოყოფენ. პირველი - არის ის, რომ ქალები, კაცებთან შედარებით, სხვა მიმართულებით არიან ორიენტირებული და ნაკლებ დროს უთმობენ კარიერას; მეორე - ქალებს აქვთ გარკვეული ბარიერები და დაბრკოლებები. ესენია: შვილები, ოჯახი, ის სტერეოტიპი, რომ შვილის გაზრდა არის მხოლოდ ქალის საქმე და ა.შ. ქალებს 3-ჯერ მეტი შრომის გაწევა უწევთ იმისათვის, რომ კარიერულ წინსვლას მიაღწიონ, ვიდრე მამაკაცს. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გარკვეული ხაზგასმა გაკეთდა იმის, რომ უნდა იქნას ქალის და კაცის თანაბარი უფლების უზრუნველყოფა“, - განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.


გადაცემაში ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზეც ისაუბრეს. როგორც გადაცემის სტუმარმა თქვა, ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა ფიზიკური ძალადობაა, ასეთ დროს ქალს ძალადობის ნიშნები აღენიშნება და ადვილია ძალადობის დადგენა, მაგრამ განსაკუთრებით რთული ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენაა, რადგან ასეთ დროს ძალადობა თვალით უხილავია და მისი გამოვლენა რთულია. ფსიქოლოგიურ ძალადობას ახასიათებს შანტაჟი, დამცირება, საკუთარი თავის მიმართ რწმენის დაკარგვა, რაც მის პატივსა და ღირსებას ბღალავს.


 

„ყველაზე რთული ფსიქოლოგიური ძალადობის დადგენა. ასეთ დროს, სტერეოტიპებიდან გამომდინარე, ხშირად ქალები ვერ ხვდებიან, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი არიან - დაყვირება, დამცირება მიაჩნიათ, რომ ნორმალურია და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. როცა მოდიან სასამართლო დარბაზში და ითხოვენ შემაკავებელ ან დამცავ ორდერს და როცა საქმე მიდის იქამდე, რომ მათ მეუღლეს არ პარტნიორს გარკვეული სამართლებრივი სანქცია უნდა შეეხოს, მერე უკან იხევენ, აღარ უნდათ მოძალადე დაისაჯოს“, - აცხადებს თამარ ოქროპირიძე.

 

მისი თქმით, ასეთ დროს მთავარი სირთულე მტკიცებულებების არ არსებობაა, რადგან დანაშაული დახურულ კარს მიღმა ხდება და მოძალადესა და მსხვერპლის გარდა სხვა თვითმხილველი არ არის. მსგავსი საქმეების განხილვისას მტკიცებულებად ითვლება მიმოწერა სოციალურ ქსელში, ასევე, გამონაკლის შემთხვევაში, ფარული ჩანაწერი, თუ ადამიანს თავის დაცვის სხვა გზა არ აქვს.

 

„ჩვენი კანონმდებლობით ქალს აქვს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. გვაქვს შემაკავებელი და დამცავი ორდერი. შემაკავებელ ორდერი პოლიციის მიერ გამოცემული აქტია, რომლის დროსაც ხდება მყისიერი ღონისძიების გატარება, რომ შეჩერდეს ქალზე ძალადობა, აეკრძალოს მოძალადეს მსხვერპლთან მიახლოება ან კომუნიკაცია; დამცავ ორდერს მსხვერპლის განცხადების საფუძველზე გამოსცემს სასამართლო. აქ უფრო მეტი დრო აქვს სასამართლოს მსჯელობისთვის, უნდა მოუსმინოს მხარეებს და გადაწყვიტოს არსებობს თუ არა ამ ორდერის გამოცემის აუცილებლობა. ამასთან ერთად, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში სიახლეა ელექტრო სამაჯურის გამოყენება, როცა შესაძლებელია მისი გამოყენებულ იმისათვის, რომ მოძალადე მსხვერპლს ვერ მიუახლოვდეს,“ - აცხადებს თამარ ოქროპირიძე.

 

გადაცემაში ასევე ისაუბრეს საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში  ქალების უფლებებზე.

 

თამარ ოქროპირიძის თქმით, ახალ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, არსებობს 2-კვირიანი მოსაფიქრებელი ვადა, როცა პირი დაწერს განცხადებას და ითხოვს სამსახურიდან გათავისუფლებას. მას აქვს 2 კვირის ვადა, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს სამსახურში. ეს კანონი მოქმედებს არა მხოლოდ ქალების მიმართ, კანონი თანაბარი გარანტიებს უქმნის ქალს და კაცს.

 

კანონის მიხედვით, არ შეიძლება ორსულის, ან ქალის, რომელსაც ჰყავს 3 წლამდე შვილი რეორგანიზაციის, შტატების შემცირების, ან უარყოფითი შეფასების გამო სამსახურიდან გათავისუფლება.

 

გადაცემის მესამე ნაწილში გადაცემის წამყვანმა და სტუმარმა საარჩევნო სიებში ქალების კვოტირებაზეც ისაუბრეს. თამარ ოქროპირიძის თქმით, ნებისმიერი გზით ქალის როლის წამოწევა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი, რომლითაც პოლიტიკურ პარტიებს დაუდგინდათ ვალდებულება, რომ საარჩევნო სიებში ყოველი მეოთხე პირი იყოს ქალი. ეს მიზნად ისახავს მეტი ქალის წარმოჩენას პოლიტიკაში. ეს პოზიტიური დისკრედიტაციის მაგალითია. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ფორმით ქალის როლის წამოწევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და საკონსტიტუციო სასამართლომაც მიგვითითა, რომ ქალს, ისევ როგორც მამაკაცს აქვს თანაბარი უფლება და შესაძლებლობა მიიღოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილება და აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და პოლიტიკის სფეროში და მიმაჩნია, რომ ეს კანონი ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება და მე ვეთანხმები ამ პოზიციას“, - განაცხადა თამარ ოქროპირიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up