ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისი სამაგალითო დამსაქმებელია საქართველოში

ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისი სამაგალითო დამსაქმებელია საქართველოში

access_time2022-04-07 11:30:00

ქალთა გაძლიერების კუთხით თიბისი სამაგალითო კომპანიაა საქართველოში. ეს ავსტრიის განვითარების ბანკის (OeAB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად, 2021 წელს ჩატარებული კვლევის შედეგია, რომლის მიზანს სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა საქართველოში.



შედეგები თიბისის მიერ ავსტრიის განვითარების ბანკისთვის გაზიარებული დოკუმენტების და კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ქალებისგან შემდგარი ფოკუს-ჯგუფების ანალიზზე დაყრდნობით გამოვლინდა.



კვლევის მიხედვით, თიბისი შემუშავებული პოლიტიკით, თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზებითა და ორგანიზაციული კულტურით ურთიერთდახმარებასა და პატივისცემაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს ქმნის და ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას.




კვლევაში აღნიშნულია, რომ თიბისიში მეგობრული სამუშაო გარემო გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების მამოძრავებელი ფაქტორია. ამასთანავე, ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე, ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად, რისკების მართვა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კვლევა თიბისის მაგალითზე აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხების უზრუნველყოფას დადებითი გავლენა აქვს ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებზეც.



Oesterreichische Entwicklungsbank AG (OeEB) ავსტრიის განვითარების ბანკია, რომელიც 2008 წლიდან ოპერირებს. ბანკი განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორის პროექტების განსახორციელებლად გრძელვადიან დაფინანსებას უზრუნველყოფს, რაც მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. 2017 წელს OeEB-ის მიერ თიბისისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესებში დასაქმებული ქალი მეწარმეების დაფინანსებას მოხმარდა. თანამშრომლობის ფარგლებში, თიბისიმ 170 ქალ მეწარმეს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა, რამაც ბანკს შესაძლებლობა მისცა, ხელი შეეწყო ბიზნესების განვითარებისა და გენდერული თანასწორობისათვის, როგორც კომპანიის შიგნით, ისე მის გარეთ.


NS



თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up