ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონებში გრძელდება

ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია რეგიონებში გრძელდება

access_time2023-04-12 11:25:28

სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირების მიზნით, USAID YES-Georgia პროგრამის Buzz საქართველოს ბრენდირებული ავტობუსი, პროექტის მონაწილეებთან ერთად, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლს ესტუმრა.

 

კამპანია „გახდი წარმატებული მეწარმე ქალი“რეგიონებში მცხოვრებ 300-მდე მოქმედ  მეწარმე თუ მეწარმეობით დაინტერესებულ ლიდერ ქალებთან საინფორმაციო შეხვედრებს, მათი საქმიანობებისა და საჭიროებების გაცნობას გულისხმობდა.

 

კამპანიის ფარგლებში, „კრისტალის“ წარმომადგენლებმა პროექტის სხვა მონაწილეებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში ის სასათბურე მეუნეობებიც მოინახულეს, რომლებსაც ადგილობრივი ქალები წარმატებით უძღვებიან, ხაშურისა და გორის მუნიციპალიტეტებში კი ავეჯის, ჩირის, ხილის ჩაის, შოკოლადისა და საბავშვო თეთრეულის საწარმოებს, სამკერვალო სალონს და საცხობს ესტუმრნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ-ერთი საწარმო - მარწყვის სათბური, გამყოფი ხაზის მიმდებარედაა განთავსებული, რაც როგორც ამ საქმიანობების, ისე მეწარმე ქალების მხარდაჭერის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

 

აღსანიშნავია, რომ USAID YES-Georgia-ს განხორციელებაში უშუალოდ და ინტენსიურად მონაწილეობს კომპანიის გამოცდილი გუნდი - მენეჯმენტის წევრები და ფილიალების წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ ქალებს ტრენინგებს უტარებენ, ამავე დროს სთავაზობენ პრაქტიკულ ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორინგს, რითაც არა მარტო ახალი ცოდნისა და უნარების მიღებაში, არამედ მათი საქმიანობისა და მთლიანად თემების ცხოვრების გაუმჯობესებაში ღირებულ როლს ასრულებენ.

 


„კრისტალის“ წარმომადგენლებმა ქალებს USAID YES-Georgia პროგრამის Buzz საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივების შესახებ უამბეს, მათ შეკითხვებს უპასუხეს და მეწარმეობის დაწყებისა თუ განვითარების შესახებ სასარგებლო რეკომენდაციებიც მისცეს. ამას გარდა, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებსაც „კრისტალი“ მეწარმე ქალებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით სთავაზობს.

 

„ჩვენთვის ქალთა გაძლიერება კორპორაციული ღირებულებების განუყოფელი ნაწილია და ამ კუთხით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, თუმცა USAID YES-Georgia არის უნიკალური ინსტრუმენტი, პოტენციურ თუ არსებულ მეწარმე ქალებს მთელი საქართველოს მასშტაბით  მივწვდეთ,  საჭირო ცოდნა მივცეთ, განვითარებაში დავეხმაროთ, მოვყვეთ მათ შესახებ და ამ ისტორიებით ჩვენთან ერთად Buzz საქართველოს ბრენდირებული ავტობუსით რაც შეიძლება მეტი ადამიანი ვამოგზაუროთ“, - აღნიშნავენ კრისტალში.

 

USAID YES-Georgia პროგრამის  შესახებ:

USAID YES-Georgia საქართველო რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის ტრენინგების ჩატარებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, მათთვის სამეწარმეო საქმიანობასა და საჭირო კავშირების დამყარებაში მხარდაჭერას გულისხმობს. პროგრამა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქალებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დაწყება ან არსებულის განვითარება და შესაბამისი უნარების შეძენა სურთ.

 

Buzz საქართველო USAID YES-Georgia-ს პროგრამის „ახალგაზრდებისა და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ ერთი-ერთი კომპონენტია. პროგრამა ხორციელდება ფონდ „კრისტალის“ მიერ, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით, ამერიკის შეერთებული შტაბების განვითარების სააგენტოსა (USAID) და ქალთა გლობალური განვითარებისა და კეთილდღეობის ინიციატივის (W-GDP) ფარგლებში. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას „კრისტალი“ უწევს.  პროგრამის დახმარებით, 2024 წლისთვის 2500-ზე მეტ ქალ მეწარმეს ცოდნაზე, ფინანსებსა და ბიზნესსერვისებზე უკეთესი წვდომა ექნება, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ბიზნესები უფრო მაღალშემოსავლიან საწარმოებად გადააქციონ.

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up