ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიან სამთავრობო კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები უერთდებიან

access_time2020-12-08 11:12:24

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდშიც სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 



„პანდემიის დაწყებიდან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ სახელმწიფოში არსებული უფასო სერვისები. ოჯახში ძალადობის მომატებული რისკების საპასუხოდ კი სახელმწიფოს მხრიდან აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შეტყობინების ალტერნატიული გზების შესახებ.



ინფორმაციის გაზიარებას და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიაც, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 1991 წლიდან ყოველწლიურად იმართება. საქართველოს მთავრობა წელსაც ტრადიციულად შეუერთდა ყოველწლიურ გლობალურ კამპანიას.




კამპანია, გზავნილით - „იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“, თითოეული მოქალაქის მხრიდან ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად. ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სამთავრობო უწყებებმა უკვე 100-ზე მეტი თემატური ღონისძიება ჩაატარეს.



წელს 16-დღიან კამპანიას პირველად კომპანია „ბოლტი“ (Bolt) და „სპარი“ (Spar) უერთდებიან. „სპარის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყიდველებს ინდივიდუალურად მიეწოდებათ ინფორმაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზების, სერვისების, რეაგირების და პრევენციის მიმართულებით. „ბოლტის“ მანქანებში კი განთავსდება ინფორმაცია და მოწოდება ქმედებისკენ, რაც სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას და ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავს მიზნად.



16-დღიან კამპანიაში 30-ზე მეტი საჯარო უწყებაა ჩართული, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. ინფორმაცია ტელე-რადიო საშუალებების, სოციალური ქსელების და სხვა პოპულარული არხების გამოყენებით ვრცელდება. იმართება თემატური ღონისძიებები, როგორებიცაა - „სპორტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, „ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრა“, „საჯარო მოხელეთა ფორუმი გენდერულ თანასწორობაზე“ და სხვ.



2020 წლის სამთავრობო კამპანია გაეროს სააგენტოების (საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელის ოფისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი) მხარდაჭერით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





თეგები:
კამპანია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up