დისკრიმინაციის აკრძალვა, თანაბარი ხელფასი - სიახლეები შევიდა შრომის კოდექსში ქალთა უფლებების დასაცავად

დისკრიმინაციის აკრძალვა, თანაბარი ხელფასი - სიახლეები შევიდა შრომის კოდექსში ქალთა უფლებების დასაცავად

access_time2021-03-20 12:00:56

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების იურისტმა თამარ სურმავამ შრომის კანონმდებლობაში ქალთა უფლებების კუთხით შესულ ცვლილებებზე ისაუბრა.


მისი განმარტებით,  სამუშაო ადგილებზე ქალთა მიმართ არასწორი მოპყრობის პრეცედენტები ხშირია. ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, საქართველოში ერთსა და იმავე პოზიციაზე ქალებსა და მამაკაცებს შორის სახელფასო სხვაობა მამაკაცთა სასარგებლოდ ძალიან მაღალია.


ეს რამდენიმე გარემოებით არის განპირობებული, პირველი გარემოება არის ის, რომ მენეჯერულ პოზიციებზე ძირითადად მამაკაცები არიან დასაქმებულები და მეორე გარემოება არის, ის რომ ერთსა და იმავე პოზიციებზე შესაძლებელია, რომ ქალს მამაკაცთან შედარებით დაბალი ხელფასი ჰქონდეს. ამასთან დაკავშირებით,  ხშირად გვაქვს მომართვიანობა, გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, რაც უთანასწორობის პერიოდში ქალ დასაქმებულებს ძალიან მძიმე პირობებში აყენებს.“ -  აღნიშნა თამარ სურმავამ.


იურისტის განცხადებით, ახალ შრომის კოდექსში რამდენიმე ისეთი პუნქტი შევიდა, რომელიც დასაქმებულ ქალთა მდგომარეობას გააუმჯობესებს.


მისივე განმარტებით, შრომის კოდექსში თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპი გაიწერა და პირდაპირ მიეთითა, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება უნდა მიეცეს, სხვაგვარი მოპყრობა იქნება არათანასწორი, დისკრიმინაციული და ასეთი ფაქტის შემთხვევაში ნებისმიერი ორგანო შესაბამის რეაგირებას განახორციელებს.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისკრიმინაციულ მიდგომასთან და დისკრიმინაციის აკრძალვასთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები დაზუსტდა და გაფართოვდა.  კერძოდ, გაიწერა დისკრიმინაციის პირდაპირი და არაპირდაპირი სახეები, ასევე გაჩნდა სექსუალური შევიწროვების შინაარსობრივი მოცემულობა. სექსუალური შევიწროვება და შევიწროვება პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხვდებოდა, თუმცა არსებულ შრომის კანონმდებლობაში რეგულაციები არ იყო გაწერილი.“ -  აღნიშნა თამარ სურმავამ.


თამარ სურმავას განმარტებით, ახალი შრომის კოდექსით დარედაქტირდა ე.წ. დეკრეტული შვებულება და აღნიშნულის გამოყენების უფლებამოსილება მამებსაც მიეცათ.

 



დღეის მდგომარეობით, გაიწერა, რომ დეკრეტის შემთხვევაში ქალს ანაზღაურებადი შვებულება 126 დღის ვადით ეკუთვნის, გარდა ამისა არსებობს ბავშვის მოვლისთვის ცალკე შვებულება, საიდანაც მამაკაცს აქვს უფლება, რომ 57 დღე ანაზღაურებადი შვებულება გამოიყენოს, თუმცა ანაზღაურებასთან მიმართებით საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებსა და კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს შორის განსხვავებული მიდგომაა.



სამწუხაროდ ეს რეგულაცია საერთაშორისო სტანდარტთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის კონვენციასთან შესაბამისობაში არ მოვიდააღნიშნული სტანდარტი მიუთითებს, რომ კერძო სექტორში დასაქმებული ქალები ისეთივე სიკეთით უნდა სარგებლობდნენ, როგორც საჯარო სექტორში.



კერძო სექტორში სახელმწიფო იხდის ანაზღაურებას არაუმეტეს 1000 ლარისა, დამსაქმებელს დამატებითი ვალდებულება არ აქვს, რომ .. დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში დასაქმებულს აუნაზღაუროს დეკრეტული თანხა. ამიტომ ქალები ხშირად იძულებულები ხდებიან, რომ ძალიან მალე დატოვონ ბავშვი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, სამსახურს დაუბრუნდნენ.“ -  აღნიშნა თამარ სურმავამ.


რაც შეეხება დეკრეტის პერიოდში სოციალურ პაკეტებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, თამარ სურმავას განმარტებით ახალი კოდექსის თანახმად მანამ სანამ დასაქმებული დეკრეტული შვებულებით ისარგებლებს, იმ შემთხვევაში თუ მას ორსულობის დროს სამედიცინო შემოწმება სამუშაო საათების პერიოდში დასჭირდება, მას მას უფლება აქვს რომ ამისთვის სამუშაო საათები გამოიყენოს, ისე რომ გაცდენილი საათების გამო ხელფასიდან თანხა არ ჩამოეჭრას.



ახალი შრომის კოდექსის თანახმად, დეკრეტიდან დაბრუნებულ ქალს უფლება აქვს რომ სამუშაოს იმ პირობებით დაუბრუნდეს რა პირობებითაც დეკრეტში გასვლამდე მუშაობდა, ხოლო თუ დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში მის მსგავს პოზიციაზე დასაქმებულ სხვა თანამშრომლებს გაეზარდათ ხელფასი,კომპანია ვალდებულია რომ მასაც გაუზარდოს ანაზღაურება.



იმ შემთხვევაში თუ დეკრეტიდან დაბრუნებულ ქალს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებელს დეკრეტის დროს თანამშრომლის გაშვების უფლება არ აქვს,ეს გარემოება დამსაქმებელს უტოვებს უფლებას, რომ ქალს შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს.



თუმცა თუ მაგალითისათვის დასტურდება ის მდგომარეობა, რომ კადრი დეკრეტულ შვებულებამდე ძალიან კარგად მუშაობდა და მას რაიმე პესუხისმგებლობითი სანქცია არ ჰქონია დაკისრებული და ეს გათავისუფლება რეალურად მხოლოდ მის დეკრეტში ყოფნას უკავშირდება. ამ შემთხვევაში კოდექსში არსებობს მექანიზმი იმისა, რომ დასაქმებულმა საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში წამოიწევს დისკრიმინაციის საკითხი და ეს გადამწყვეტი იქნება ხელშეკრულების გაგრძელება-არ გაგრძელებასთან მიმართებით. - აღნიშნა თამარ სურმავამ.



ცვლილება ასევე შეეხო პროფესიული ზრდის ხელშეწყობის საკითხსაც, როდესაც ქალი დეკრეტული შვებულებიდან დაბრუნდება, მას აქვს უფლება დამსაქმებელს მიმართოს და პროფესიული გადამზადება მოსთხოვოს. დამსაქმებელიც ვალდებულია, რომ მას მისცეს ეს შესაძლებლობა. ხოლო იმ შემთხვევში თუ  დასაქმებულის პროფესიული გადამზადება ხდება დამსაქმებლის სურვილით, მაშინ გადამზადების პერიოდში  დახარჯული დრო დასაქმებულს სამუშაო დროდ ეთვლება და დამსაქმებელი ვალდებულია, რომ ეს საათებიც სამუშაო საათების მსგავსად აანაზღაუროს.

 


თაკო კვაჭანტირაძე 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up