სრულად უგულებელყოფილია კანადელების მიერ შემუშავებული გუდაურის განვითარების გეგმა, კურორტზე სრული ქაოსია - გეგა სალუქვაძე

სრულად უგულებელყოფილია კანადელების მიერ შემუშავებული გუდაურის განვითარების გეგმა, კურორტზე სრული ქაოსია - გეგა სალუქვაძე

access_time2023-02-02 17:30:14

„ამ ეტაპზე გუდაურში რთული მდგომარეობა ნარჩუნდება, ახლა თითქოს კი გამოჩნდა ნალექი, თუმცა ის თოვლი, რაც ტურისტების შემოდინებას გააძლიერებს, არ არის“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა და „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გეგა სალუქვაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, როგორც ტურისტული კომპანიები, ასევე ინდივიდუალური დამსვენებლები ამინდს აკვირდებიან და ვერ  გადაუწყვეტიათ გამოფრინდნენ  თუ არა საქართველოში. როგორც გეგა სალუქვაძე აცხადებს დღეს საქართველო ძალიან პოპულარულია ე.წ. free rider - ებისთვის, რომლებიც გაუკვალავ თოვლში სრიალებენ და ისინი დამსვენებელთა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ ხოლმე, თუმცა ამჟამად ამისთვის გუდაურში საკმარისი ნალექი არ არის.

 

 

 

გეგა სალუქვაძე აღნიშნავს, რომ მსოფლიო კლიმატური პირობებიდან გამომდინარე საქართველო ნაკლებ თოვლს უნდა მიეჩვიოს და ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ კურორტი ისე გადააწყოს, როგორც ამას ევროპის წამყვანი კურორტები აკეთებენ, თუმცა სალუქვაძის თქმით, საქართველო  ამისთვის ვერც ერთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს.

 

 

 

„დღეს სრულად უგულებელყოფილი და იგნორირებულია კანადელების მიერ შემუშავებული გუდაურის განვითარების გეგმა, კურორტზე  არის  სრული ქაოსი, კურორტის  ერთი მხარე ეკუთვნის დუშეთის მუნიციპალიტეტს, მეორე ნახევარი ყაზბეგს და ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ეს მუნიციპალიტეტები  ხელს  ერთმანეთისკენ იშვერენ, ამას ემატება ისიც, რომ კურორტების განვითარების სამსახური მთის ტრასების სააგენტოდ გადაკეთდა, რომელიც გზების მოწესრიგებაზე პასუხისმგებლობას საერთოდ იხსნის.

 

 

 

დღეს გუდაურში იმდენი ხალხი არ არის, რომ შარშანდელივით საცობების პრობლემა შეიქმნას, თუმცა არის საპარკინგე  ადგილების პრობლემა, რაც იმ კანადურ გეგმაში, რომელიც რამდენიმე წელია დავიწყებული და უგულვებელყოფილია, ძალიან კარგად იყო გაწერილი. როდესაც გუდაურში ადამიანი ამოდის შაბათ-კვირის გასატარებლად და სასრიალოდ, ის 2 საათი საპარკინგე ადგილს არ უნდა ეძებდეს და ათ საათზე უკვე უნდა იდგეს მთის  წვერზე და იწყებდეს სრიალს. გუდაურის მიმართულებით ძალიან გაზრდილია ნაკადები აზიიდან, რომლებიც  სრიალის მოყვარულები არ არიან, დადიან  ყაზბეგში, საბაგიროთი ადიან მწვერვალზე და ძალიან პრობლემურია მათი  ავტობუსების დაპარკინგება.  მოუწესრიგებელია გზები, კურორტზე არის  გზის წმენდის პრობლემაც“, - აღნიშნა გეგა  სალუქვაძემ.

 

 

 

სალუქვაძე გუდაურში ქაოსურ მშენებლობებსა და ასევე ქაოსურ მცირე ბიზნესის პრობლემასაც  შეეხო და განმარტა, რომ დღეს  გუდაურში გრძელვადიანი ინვესტიციების ჩადებას ყველა ერიდება, თუმცა ქაოსურად  არის  გაზრდილი პატარა ჯიხურები, რომლებიც  პირდაპირ  სასრიალო ტრასაზე  დგას და კურორტის  იმიჯს  აზიანებს.

 

 


 

„გუდაურში გარკვეული ტერიტორია  არის  კერძო,  ვერ  ხდება  კურორტის  ეფექტური  მართვა, უნდა იყოს  ერთი სამსახური, რომელიც  ამ  ყველაფერს დაალაგებს და მოაწესრიგებს,  ძალიან სერიოზული პრობლემაა  ქაოსური და თვითნებური მშენებლობები, ტრასებზე დაიწყეს გაურკვეველი ჯიხურების ჩადგმა, რომლებიც 40 თეთრიან ყავას ათ ლარად ყიდიან, ამ სავაჭრო ჯიხურების ჩადგმა, იქ სადაც ხალხი სრიალებს, არაფრით არ შეიძლება. გრძელვადიანი  კაპიტალი აქ  ძალიან ფრთხილობს, რადგან თუ დღეს ის ააშენებს კაფეს დიდი ვერანდით,  მოიზიდავს მომხმარებელს და პოპულარული გახდება,  ხვალ შეიძლება წინ კორპუსი აუშენონ.

 

აქედან გამომდინარე, ვინც  სერიოზულ ბიზნესს აკეთებს და რაღაც კაპიტალს ფლობს, აქ  ინვესტიციას არ დებს, ამიტომ თავი იჩინეს წვრილმა ბიზნესებმა, რომლებიც  დღევანდელ მოგებაზე ფიქრობენ და საბოლოო  ჯამში  კურორტის იერსახეს და  იმიჯს  ამახინჯებენ,“ - აღნიშნა გეგა  სალუქვაძემ.

 

 

 

სალუქვაძე აღნიშნავს, რომ დღეს ძალიან  რთულია გაარკვიო, თუ ვინ გასცემს ამ ნებართვებს, ან საიდან აქვთ მშენებლობის  უფლება, რადგან ძალიან დაქუცმაცებულია ყველაფერი და კვირები სჭირდება იმის  დადგენას,  თუ ვის  ეკუთვნის ადგილი.

 

 

 

სალუქვაძემ აპარტოტელებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მეპატრონეები ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან გუდაურში ყველაფერი ცენტრალიზებულია და მიუხედავად იმისა, მეპატრონეს ჰყავს თუ არა დამსვენებელი და აქირავებს თუ არა მის კუთვნილ ნომერს  წელიწადში 1500 დოლარამდე ხარჯი მაინც აქვს.

 

 

 

„გუდაურში  ძირითადად  აპარტოტელის  ტიპის  საცხოვრებელია,  სასტუმრო  სულ  რამდენიმეა, ამ  აპარტოტელს  ყველა  ნომერს ინდივიდუალური  მეპატრონე  ჰყავს,  ამ ნომრების  შენახვა კი  წელიწადში 1500  დოლარი  ჯდება,  შენ იყენებ, არ იყენებ, აქირავებ თუ ვერა, შენ ეს თანხა უნდა იხადო,  როგორც თბილისში, ისე არ ხდება, ინდივიდუალურად ვერ მოაწყობ გათბობას, ცენტრალიზებულია, როდესაც კურორტს დამსვენებელი არ  ჰყავს  მეპატრონე ძალიან ზარალდება.

 

 

 

ჯერ კიდევ 2017 წელს თავისუფალი არქიტექტორების მერ ჩატარებული კვლევა  აჩვენებდა, რომ მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად  აჭარბებდა, თუმცა იმის მერე კვლავ გაგრძელდა  ქაოსური მშენებლობები, ეს ყველაფერი  ბიზნესს ხელს უშლის, რომ კომერციული საქმიანობით დაინტერესდეს“, - აღნიშნა გეგა  სალუქვაძემ.

 

 

 

სალუქვაძემ აღნიშნა, რომ 5 წელია კურორტი პრობლემების წინაშე დგას, ჯერ პანდემიის კრიზისიდან არ იყო გამოსული, რომ უკრაინის ომი დაემატა და ტურისტებმა ჯავშნები 2022 წლის თებერვალშივე გააუქმეს, შემდეგ დაემატა ისიც, რომ გათოვლიანების სისტემა ვერ ჩაირთო და ახალ წელს, რომელიც  ყველაზე  დატვირთული და აქტიური  პერიოდია  კურორტისთვის ჯავშნების 92% გაუქმდა.

 

 

 

„თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ტრასები, როდესაც გათოვლიანება ჩაირთო, ძალიან კარგად არის მოწყობილი, ბევრად უფრო მკვრივი და კარგად მოყინული ტრასაა, რაც იმედისმომცემია“, - აღნიშნა გეგა სალუქვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up