ქარდავების ოჯახის ადვოკატი : სიკეთის კეთება დანაშაული არ არის! ჩვენ ტელეკომპანია მთავარის და მისი რამდენიმე  ჟურნალისტის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის კომისიას და სასამართლოს მივმართავთ და ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ

ქარდავების ოჯახის ადვოკატი : სიკეთის კეთება დანაშაული არ არის! ჩვენ ტელეკომპანია მთავარის და მისი რამდენიმე ჟურნალისტის წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის კომისიას და სასამართლოს მივმართავთ და ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვთ

access_time2021-09-05 15:55:57

მე როგორც ქარდავების ოჯახის ერთ-ერთი გულშემატკივარი და ასევე ადვოკატი გიორგი ქიშმარია სხვა ათასობით ადამიანთან ერთად მკაცრად ვგმობ გუშინ 2021 წლის 4 აგვისტოს შაბათის მთავარში გავრცელებულ სრულიად ამაზრზენ და დაუსაბუთებელ სიუჟეტს, სადაც საქმე ეხებოდა ქარდავების ოჯახის უკანონო შემოსავლებს,მათ კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან და აგრეთვე საქართველოში მიმდინარე არჩევნებთან.


თემა პოლიტიზირებული იყო სიუჟეტის დასაწყისიდან რადგანაც მოხსენიებული იყო თემაში ყოფილი პრემიერი ბატონი გიორგი გახარია და ასევე თბილისი მერი ბატონი კახა კალაძე. სრულიად გასაგებია რომ ქვეყანაში არის წინასაარჩევნო გარემო და პოლიტიკური გაერთიანებები და ასევე მათთან აფილირებული ტელევიზიები ცდილობენ გარკვეული თემების პოლიტიზირებას და ტემპერატურის აწევასმაგრამ გუშინდელმა შაბათის ეთერში გასულმა სიუჟეტმა მოხსნა სიცრუისა და სიყალბის ყველანაირი რეკორდი. ქარდავების ოჯახი ათეულობით წლებია ეწევა ქველმოქმედებას სამეგრელოს რეგიონშისრულიად საქართველოში და ეს აბსოლუტურად ყველასათვის ცნობილია. ქარდავების ოჯახმა ემიგრანტების დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტეს 2020 წელს რომ დაეარსებინათ ფონდი ემიგრანტებთან ერთად რომლითაც შეძლებდნენ უფრო მეტი ადამიანის დახმარებას და ხელშეწყობას.


დიახ ქარდავების ოჯახმა და საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა 2020 წელს დააფუძნეს საქველმოქმედო ფონდი ცედაკა რომლის დაფუძნება განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობით და ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მატერიალური დახმარების სურვილით. ფონდის დაარსების მიზანი გახლდათ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის მნიშვნელოვანი ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა, აგრეთვე მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულმა პირმა ვისთვისაც საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია თანადგომა გამოუცხადა აღნიშნულ ოჯახს მოცემულ საქმეში და მიესალმა თითოეული მათგანი აღნიშნული ქველმოქმედების წამოწყებას და განხორციელებას. ბუნებრივია მსგავსი მაშტაბური მხარდაჭერის შემდეგ ფონდი ცედაკა დაარსდა და სხვადასხვა ქვეყნიდან გადმოირიცხა მინიმალური თანხები სოციალური დანიშნულებით. პირველივე დღიდან შეიქმნა ფეისბუქ გვერდი, დაიწყო აქტიური რეკლამირება ფონდის და ამით უამრავ ადამიანს გაუჩნდა დახმარების სურვილი ჩვენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მიმართ.


აღნიშნული ოჯახი ჩვენს ემიგრანტებთან დაეხმარა ათასობით ადამიანს , მათ ყოველ კვირა აწოდებდა სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტებს და ეწეოდა უაღრესად დიდ მატერიალურ და მორალურ დახმარებას. ყველაზე სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაენიშნა ყოველთვიური ფულადი დახმარება რომელსაც ცედაკა ახორციელებდა სისტემატიურად და ორგანიზებულად. ყოველი ზემოთაღნიშნული დასტურდება ფონდ ცედაკაში ჩარიცხული თანხებით და ასევე გადარიცხული თანხებით ჩვენი მოსახლეობისათვის,ასევე საკმაოდ დასაბუთებული ბუღალტრული დოკუმენტაციით. პრაქტიკულად ფონდში ჩარიცხული ყოველი თეთრი არის გამჭვირვალე და მიზანმიმართულად დახარჯული, რაზეც მეტყველებს წერილობითი მტკიცებულებების ათასობით გვერდი. აღნიშნულზე ფონდ ცედაკას ფეისბუქ გვერდზე ასობით ვიდეო სიუჟეტია განთავსებული. (იხილეთ ცედაკას ფეიბუქ გვერდი).



მიუხედავად აღნიშნული უდიდესი საქმისა , მართლაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აღნიშნული ფონდის მიმართ თუმცა აღვნიშნავთ რომ დღეს ფონდ ცედაკას არანაირი ყადაღა არ ადევს სასამართლოში ან პროკურატურის მიერ. ა(ა)იპ „ცედაკა“-სა და მის ერთ-ერთი დამფუძნებელს მალხაზ ქარდავას რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან შემხებლობა არ აქვთ.ის არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში წლების განმავლობაში, ასევე მალხაზ ქარდავას ძმა კობა ქარდავა არის აფხაზეთის ომის ვეტერანი და ასევე ამ ფონდის დამფუძნებელი. რაც შეეხება მალხაზ ქარდავას ძმები გელა და გიზო ქარდავები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი ათეულობით წლებია ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ევროპის ქვეყნებში და ცხადია არანაირი კავშირი არ აქვთ კრიმინალთან.




განვმარტავთ რომ 2020 წლის მაისი-სექტემბრის თვეებში ა(ა)იპ „ცედაკა“ დაეხმარა 1519 ოჯახს. ასევე, მსგავსი სახის დახმარება არაერთგზის განუხორციელებია მალხაზ ქარდავასა და ა(ა)იპ „ცედაკა“-ს.



ფაქტია სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი არგუმენტები და ბრალდებები მოვისმინეთ შაბათის მთავარის სიუჟეტში. სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამ ოჯახის მიმართ ბოდიშის მოხდა უნდა დაევალოს ტელეკომპანია მთავარს . ცალსახაა სრული ჭაობია ეს აგრესიული და ცილისმწმებლური ჟურნალისტიკა. ხმამაღლა ვაცხადებ რომ მოცემული სიუჟეტის ავტორი და ის ჟურნალისტები რომლებმაც ამ ცილისმწამებლურ კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა ჟურნალისტთა ეთიკის კომისიაში აგებენ პასუხს. დიახ, ფეიქ ნიუსი არ უნდა მოახვიო საზოგადოებას თავს, ეგ ყველაფერი საძაგლობაა დაამორალურია. ცალსახაა სიუჟეტი გაჯერებულია სიცრუით და დაცლილია ზნეობრივი და მორალური ნორმებისგან. ესეთ უკანონო ქმედებებზე პასუხიუნდა აგოს სიუჟეტის ავტორებმა სამართლებრივად და მათ უნდა მოიხადონ ბოდიში საზოგადოებისა და ამ ოჯახის წინაშე.



ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ქარდავების მამასთან ოჯახში შევარდნა ე.წ ჟურნალისტის ემა გოგოხიას მიერ არის ამორალური საქციელი, ადამიანს რომელსაც გადატანილი ინსულტი და ინფაქტი და რომელიც მარტო ცხოვრობს სოფელხურჩაში, სახლში რომ უვარდები ამას რა ქვია?! თან გეუბნება ჩემი შვილი ჩამოვაო და შენ ეუბნებიარა ვერ ჩამოვაო ეს რა ნიშნავს საერთოდ?! იმედს უკარგავ ხომ ადამიანს ყველაფრის. სამარცხვინოა ეგ ძალიან სამარცხვინო! უზნეობის და უსინდისობის აპოგეა ვიხილეთ გუშინ ქარდავებსი ოჯახის წინააღმდეგ. უახლეს დღეებში ვაპირებთ მიმართვას სასამართლოში და მოვითხოვთ ბოდიში მოხდასტელევიზია მთავარისგან ცილისმწამებლური და სიცრუით გაჯერებული შაბათის მთავარში გასული სიუჟეტის გამო.



კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ ტელევიზიამთავარმა და მისმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ჟურნალისტური ქარტიის ძირითადი ფუნდამენტური პრინციპები.კერძოდ , ჟურნალისტმა პატივი უნდასცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“



სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანისერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობაგამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ. შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი. ქარტიის მე-11 პრინციპი რომლითაც „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. , ასევე ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.


(R)


თეგები:
ქარდავები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up