ქარის მოტანილი ფული - მილიონობით ადამიანი ფულის შოვნას ძილით, სეირნობით ან დასვენებით ცდილობს

ქარის მოტანილი ფული - მილიონობით ადამიანი ფულის შოვნას ძილით, სეირნობით ან დასვენებით ცდილობს

access_time2022-08-03 00:00:00

2022 წელი, მსოფლიო კრიპტოინდუსტრიაში ნამდვილი აფეთქება იყო თამაშები, რომლებიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ფულის გამომუშავებას გულისხმობდა: ფორმატი სახელწოდებით do-to-earn (,გააკეთე, რათა გამოიმუშაო“) მომხმარებლისგან მხოლოდ დროსა და ყურადღებას მოითხოვს. ციფრული ფულის სანაცვლოდ, მონაწილეებს სთავაზობენ ისწავლონ, ითამაშონ ვიდეოთამაშები, ისეირნონ და იძინონ კიდეც. მთავარი კი ის არის, რომ ამ ფულის კონვერტირება რეალურ ფულში ხდება. მაგალითად, ფილიპინებზე ათასობით ადამიანმა უკვე უარი თქვა სამსახურზე და მსგავსი ტიპის შემოსავალზე გადავიდა.


თუმცა, ექსპერტები შეგვახსენებენ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია და გვირჩევენ, არ გაგვიტაცოს მსგავსი ტიპის შემოსავალმა.


დრო ფულია


აპლიკაცია, რომელიც სათამაშო ფორმატსა და შემოსავალს მოიცავს, ანალიტიკოსებმა GameFi-ის სახელით უკვე მონათლეს (Game-თამაში და finance - ფინანსები). ბლოკჩეინ თამაშები იყო პირველი ასეთი პროექტებიდან, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა - ბევრმა მათგანმა აიტაცა ტრადიციული ვიდეო თამაშების აუდიტორია. GameFi-ის ეკოსისტემის ვირტუალურ სათამაშო გარემოს აქვს რთული შიდა ეკონომიკა: მისი ინსტრუმენტებია კრიპტოვალუტა, შეუცვლელი ტოკენები (NFT; ბლოკჩეინში ჩაწერილი ვირტუალური ობიექტის ფლობა ინტერნეტში) და თავად ბლოკჩეინის ტექნოლოგია.


ზოგჯერ, ჩვეულებრივ ონლაინ-თამაშებში, ბლოკჩეინ-თამაშებში ახალმა მომხმარებლებმა უნდა იყიდონ ვირტუალური ატრიბუტები - მაგალითად, პერსონაჟი ან იარაღი, მაგრამ მონაწილეობა უფასოა. ამით ფორმატი „ითამაშე, რათა გამოიმუშაო“ განსხვავდება მოდელისგან „გადაიხადე და ითამაშე“ - ამ უკანასკნელის არჩევის შემთხვევაში ფასი უნდა გადაიხადო, რათა თამაშზე წვდომა მიიღო.


2021 წლის აგვისტოში, GameFi-ის ყოველთვიურმა შემოსავალმა 350 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ოქტომბრისთვის ყოველდღიურად აქტიური მოთამაშეები ორ მილიონს მიუახლოვდნენ. თამაშს აქვს ორი შიდა ნიშანი - SLP (Smooth Love Potion) 205,5 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციით და AXS (Axie Infinity) 1,4 მილიარდი დოლარი საერთო ღირებულებით.


2020 წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ, ხალხმა მასობრივად დაკარგა სამსახურები, ეს სფერო კი სულ უფრო პოპულარული გახდა.


სრულყოფილი დასვენება


დეცენტრალიზებული თამაშების წარმატების ფონზე, დაიწყო ბლოკჩეინის პლატფორმების გამოჩენა, რომლებიც შემოსავალს პრიმიტიული ტიპის საქმიანობისთვის გვთავაზობენ - ასეთი პროექტების მთელი მრავალფეროვნება გაერთიანდა სახელწოდებით do-to-earn (გააკეთე, რათა გამოიმუშავო“).



მაგალითად, კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთი მარკეტინგული ინსტრუმენტი გახდა Learn-to-earn ფორმატი („ისწავლე ფულის გამომუშავება“), რომელიც ახალი ტოკენის შესახებ ინფორმაციის შესწავლისთვის გთავაზობთ ჯილდოს.


პროექტი, Binance Learn მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აძლევს სწავლის საშუალებას, ამიტომ ჯილდოზე წვდომისთვის საჭიროა ანგარიში. ისევე, როგორც Coinbase-ზე, აქაც უნდა უყუროთ ვიდეოს და გაიაროთ ტესტი - შემდეგ საიტი გამოგიგზავნით ვაუჩერს ტოკენებისთვის, რომლებიც უნდა გამოიყენოთ 14 დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ამ გზით სიმდიდრის გამომუშავება არ გამოდგება, მაგრამ ასეთ პლატფორმებზე სწავლასა და ფულის გამომუშავებას შედარებით ცოტა დრო სჭირდება.


აპლიკაცია, SleeFi, გვპირდება ფულს ძილის სანაცვლოდ. შემოსავლის დასაწყებად, კლიენტმა უნდა შეიძინოს NFT საწოლიდან ერთ-ერთი. თითოეული ტიპის საწოლი განკუთვნილია ძილის გარკვეული ხანგრძლივობისთვის და მომხმარებელმა უნდა აირჩიოს შესაბამისი. ძილის წინ აპლიკაცია მოგთხოვთ ჩართოთ ტაიმერი და გაღვიძებისთანავე დაასრულოთ ათვლა. რაც უფრო ახლოს არის თქვენი ძილის ხანგრძლივობა დადგენილ დროს, მით მეტ ჟეტონს მიიღებთ. მაგალითად, თუ იყიდეთ გრძელი საწოლი და დაიძინეთ 00:00 საათზე, მაშინ უნდა დააყენოთ მაღვიძარა 6:30-9:00, რომ მოხვდეთ მითითებულ დიაპაზონში. შემოსავალი ერიცხება პროექტის საკუთრებაში არსებულ მონეტებში: SLFT (SleeFi Token).


იმოძრავე, რათა გამოიმუშაო


Stepn - უპირობო ლიდერია, რომლის პრინციპია move-to-earn — „იმოძრავე, რათა გამოიმუშაო“. მომხმარებლები ფულს სირბილის ან სიარულის სანაცვლოდ იღებენ. მხოლოდ საჭიროა NFT-ბოტასის შეძენა. სულ ოთხი ტიპის დავალებაა შესასრულებელი: Walker – 1-დან 6 კმ/სთ სიჩქარით სიარული, Jogger – 4-10 კმ/სთ, Runner – 8-20 კმ/სთ და Trainer - ამ უკანასკნელი ტიპის შეძენის შემთხვევაში ფული გემატებათ სიარულისა და სირბილის ნებისმიერი სიჩქარის შემთხვევაში.


Techcrunch-ის ცნობით, პროექტის თანადამფუძნებლის ჯერი ჰუანგის თქმით, მაისში აპლიკაციამ გამოიმუშავა 3-დან 5 მილიონ აშშ დოლარამდე წმინდა საკომისიო შემოსავალი დღეში, ჯამური შემოსავალი კი100 მილიონ დოლარამდე. 12 მაისს, Forbes-ის ინფორმაციით, იმ დროს სტეპს 2,3 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა. პროექტმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში.


დასასრულის დასაწყისი


თუმცა, 21 ივლისის მდგომარეობით, GMT მაქსიმალური დონიდან თითქმის ოთხჯერ დაეცა (0,97 დოლარამდე), ხოლო GST - 150-ჯერ. Stepn-ის ყველაზე იაფი სპორტული ფეხსაცმელი NFT ბაზარზე ახლა დაახლოებით 40 დოლარი ღირს.


ამის მერე, დეველოპერებმა ბაზრისთვის უჩვეულო ნაბიჯი გადადგეს და ახალი ბლოკჩეინზე იგივე ტოკენი გამოსცეს, მაგრამ გაცილებით მაღალი ფასით, ვიდრე ადრე.


ანალიტიკოსების გასაკვირად, მომხმარებლებმა დაიწყეს NFT სპორტული ფეხსაცმლის ყიდვა ახალ ქსელში. სოლანას ძველ ქსელში ტოკენის ღირებულებამ იკლო.


ამის შემდეგ, Stepn-ის მფლობელებმა გადაწყვიტეს გაემეორებინათ წინა წარმატება ახალ ქსელზე გადასვლით - ამჯერად Ethereum-ზე. პროექტის რეფორმის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ, სპორტული ფეხსაცმელების მინიმალური ფასი 30-40 პროცენტით დაეცა. მაისის ბოლოს GMT-ის ღირებულება 1 დოლარამდე დაეცა GST და NFT სნიკერების ღირებულების მკვეთრი ვარდნის გამო. მას შემდეგ ამ დონეზე რჩება, თუმცა პერიოდულად განიცდის მცირე რყევებს.


ორი თვის წინ Reddit-ის თემატურ ფორუმზე დაიწყო დიდი დისკუსია იმის თაობაზე, არის თუ არა სტეპი ჩვეულებრივი ფინანსური პირამიდა, სადაც ახლის შემოდინების გამო ძველ მოთამაშეებს ანაზღაურებენ. პროექტის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ დეველოპერებმა პლატფორმაში შეიტანეს „ძლიერი ტოკენომიკა“, რომლის წყალობითაც უზრუნველყოფილია პროექტის მონეტების ღირებულების სტაბილურობა.


ექსპერტები ამ შეფასებას არ ეთანხმებიან. InDeFi Smart Bank-ის აღმასრულებელი დირექტორის სერგეი მენდელეევის თქმით, სტეპს არ აქვს რეალური ეკონომიკა და ცხოვრობს ახალი მომხმარებლების ფულით, რომლებიც ყიდულობენ ვირტუალურ ობიექტებს ათასობით დოლარად იმ იმედით, რომ რამდენიმე თვეში თავის ფულს დაიბრუნებენ. მათ, ვინც Stepn-ის სპორტული ფეხსაცმელი ბოლო დღეებში იყიდა, დიდი ალბათობით ვერასოდეს დაიბრუნებს ფულს.


წყარო: ბიზნესპრესნიუსი



თეგები:
ფული



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up