ქარშეარინგის სერვისის Aicar აპლიკაციაზე მომხმარებელი ავტომობილებს ვეღარ ხედავს

ქარშეარინგის სერვისის Aicar აპლიკაციაზე მომხმარებელი ავტომობილებს ვეღარ ხედავს

access_time2021-09-28 13:00:15

თბილისში Car Sharing-ის,  იგივე ავტომობილების გაზიარების სერივისით სარგებლობა დაახლოებით ორი კვირაა შეუძლებელია. კომპანიის ფესუბუქ გვერდზე მომხმარებლები წერენ, რომ აპლიკაციაში შესვლისას რუკაზე ავტომობილები აღარ ხვდებათ, შეუძლებელია ასევე კომპანიის ქოლცენტრში და ტექნიკურ დეპარტამენტთან დაკავშირებაც.





„კომერსანტი“ დეტალების გასარკვევას კომპანიის  წარმომადგენლებთან შეეცადა, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ. 



2019 წლის დასაწყისში მანქანის გაზიარების სერვისი  თბილის მერმა კახა კალაძემ წარადგინდა და აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე დედაქალაქში მანქანების გაზიარების სერვისში 300 ელექტრომობილი იქნებოდა ჩართული და ის მომხმარებელს რამდენიმე სხვადასხვა ლოკაციიდან მოემსახურებოდა.




„ყველა ევროპულ ქალაქში არის ე.წ. Car sharing, ანუ ავტომობილების გაზიარება ხდება. ყველა ადამიანს შეუძლია აიყვანოს ავტომობილი, გადაიხადოს თანხა და ისარგებლოს რამდენი ხნითაც მოესურვება. ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვქონდა საუბარი სხვადასხვა ბიზნესსექტორის წარმომადგენელთან და ერთი ბიზნეს ჯგუფი დაინტერესდა და ისინი წარმოგვიდგენენ უახლოეს მომავალში დიდ პრეზენტაციას.

ყველა ავტომობილი იქნება ელექტრო. ქალაქში ძალიან მალე 300 ავტომობილი იქნება ჩამოყვანილი და განთავსდება სხვადასხვა ლოკაციაზე. თითოეულ თბილისელს, ვინც დარეგისტრირდება პროგრამაში, გადმოიწერს აპლიკაციას, ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ავტომობილებით. ფასი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი“, –  ამბობდა კალაძე.

 


Car sharing–ის სერვისმა საქართველოში თითქმის ორი წელი იმუშავა, თავდაპირველად ის თბილისში და ბათუმში ოპერირებდა, თუმცა მოგვიანებით, 2021 წლის ზაფხულში კომპანიამ ბათუმში ოპერირება შეწყვიტა და ბათუმში არსებული მაქნანები თბილისში გადაიყვანა.



Aicar–ის მანქანები სრულად აპლიკაციის მეშვეობით კონტროლდებოდა და მისი გაღებისთვის გასაღებიც არ იყო საჭირო.



აპლიკაცია აჩვენებდა თუ სად მდებარეობდა მანქანა,  მომხმარებელს აღნიშნული მანქანის დარეზერვება შეეძლო, აპლიკაციითვე იღებოდა მანქანის კარიც. გადაადგილების შემდეგ მომხმარებელს მანქანის დატოვება დედაქალაქში ნებისმიერ ლოკაციაზე შეეძლო და მანქანაც აპლიკაციიდანვე იკეტებოდა. 



Aicar–ს NISSAN LEAF–ის, Renault Zoe–ის და Renault Changan–ის მანქანები ჰყავს.



თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
Aicar



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up