საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტების ბექა ჯიქურაშვილისა და ზურა ვარდიაშვილის დაკავებას გმობს.
"ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა". - წერია განცხადებაში.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე "აგენტების რუსულ კანონს" აპროტესრებენ . აქციაზე ამჟამინდელი მონაცემებით, სავრაუდოდ, 10-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი.