საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2022 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე ჯამში 312 793 620 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა დასაკუთრებული.
2022 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, „თიბისი ბანკმა“ ყველაზე მეტი, 142 489 503 ლარის ღირებულების ქონება დაისაკუთრა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 113,085,201 ლარს შეადგენდა. თუმცა დასაკუთრებული ქონების მხრივ ყველაზე მაღალი, 229%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „ქართუ ბანკს“ აქვს.
დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, საქართველოს Top 7 კომერციული ბანკის რეიტინგი:
„თიბისი ბანკი“ – 142 489 503 ლარი (2021 წლის მესამე კვარტალი - 113,085,201 );
„საქართველოს ბანკი“ – 102,977,259 ლარი (2021 წლის მესამე კვარტალი - 98,780,734 ლარი);
„ქართუ ბანკი“ – 22,389,016 ლარი (2021 წლის მესამე კვარტალი - 6,855,626 ლარი);
„ვითიბი ბანკი“ — 17,318,753 ლარი (2021 წლის მესამე კვარტალი - 19,943,032 ლარი);
„ხალიკ ბანკი საქართველო“ – 9,369,369 ლარი (2021 წლის მესამე კვარტალი - 7,916,742 ლარი);
„ბაზისბანკი“ – 8,386,104 ლარი (2021 წლის მესამე კვარტალი -11,591,912 ლარი);
„ტერაბანკი“ – 6,007,959 ლარი (2021 წლის მესამე კვარტალი - 3,574,073 ლარი).