ბიძინა ივანიშვილის ბანკმა 2022 წელი 52.8 მლნ ლარის მოგებით დაასრულა. „ქართუმ“, რომელიც ქართული კაპიტალით წარმოდგენილი ერთადერთი კომერციული ბანკია ბაზარზე, ერთ წელიწადში მოგება 55%-ით გაზარდა. 2021 წელს ბანკის მოგება 34 მლნ ლარი იყო, ხოლო 2020 წელს ბანკი 24 მლნ ლარის ზარალზე გავიდა.
2022 წლის მონაცემებით, „ქართუ ბანკის“ სასესხო პორტფელი 760 მლნ ლარია, ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრები კი 1.1 მლნ ლარს შეადგენს.
ბანკის აქტივები 1.48 მლრდ ლარი, სააქციო კაპიტალი 246 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი ვალდებულებები 1.24 მლრდ ლარია.