თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, „ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია „კოსტავას 69“-მ პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობას გულისხმობდა. ამონაწერის მიხედვით, „კოსტავას 69 საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ შვილობილია, წერს bm.ge.
პროექტს საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე „კოსტავას 69-ს ორი ცათამბჯენის აშენება სურდა, რომლიდან ერთის სიმაღლე მაქსიმუმ 65 სართულით იყო განსაზღვრული.
მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში ატვირთული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გეგმარებითი დავალება ტრანსპორტისა და ურბანული სააგენტოს მხრიდან განუხილველია. საქმის წარმოება კი დახურული.