ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების 70% გაუკონტროლებელია

ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების 70% გაუკონტროლებელია

access_time2022-12-14 15:10:15

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში რძისა და რძის პროდუქტების ეტიკეტირების და რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრისას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია საქრძის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ბაზარზე რძის პროდუქტების 70% გაუკონტროლებელია.

 

მისი თქმით ეტიკეტირების და რეგულაციების გამკაცრება უნდა შეეხოს იმ მწარმოებლებს, რომელიც ფიზიკური პირები არიან და ყოველგვარი ნებართვისა და ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე აწარმოებენ და ყიდიან რძის პროდუქტებს..

 

„ეტიკეტირების და რეგულაციების გამკაცრება ეხება იმ მწარმოებლებს, რომლებიც ფიზიკური პირები არიან და ყოველგვარი ნებართვის, ოფიციალური რეგისტრაციის და ყოველგვარი კონტროლის გარეშე აწარმოებენ რძის პროდუქტებს და ახდენენ რეალიზაციას. ეს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის როგორც, ერთ მხრივ, მწარმოებლებს, რომლებიც ლეგალურ ჩარჩოებში მუშაობენ და გადასახადებს იხდიან, ასევე მოსახლეობას. რადგან გაუკონტროლებელი სურსათი ჯანმრთელობის თვალსაზრისით რისკის შემცველია“, - განაცხადა კახა კონიაშვილმა.

 

„უნდა აღიწეროს, იდენტიფიცირება უნდა მოხდეს და აუცილებლად უნდა გამოიკვეთოს ის მწარმოებლები, რომლებიც რძის პროდუქტებს არალეგალურად ამზადებენ. ჩვენი გათვლებით, ეს გაუკონტროლირებელი „შავი ბაზარი“, 70%-ზე დიდია,“ აცხადებს კახა კონიაშვილი.

 

საქრძის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საკანონმდებლო დონეზე ყველა ის ნორმატიული აქტია მიღებული, რომელმაც ეს პროცესები უნდა გააკონტროლოს, პრობლემა ამ კანონების აღსრულებაშია.


 

„საკითხი მდგომარეობს იმაში, რამდენად აღსრულებადია ეს კანონი და სურსათის ეროვნულ სააგენტოს რამდენად აქვს იმის რესურსი, რომ ბაზარი გააკონტროლოს. 2020 წელს მიღებულ იქნა მე-14 დადგენილება, რომელსაც ერთმანეთისგან უნდა გაემიჯნა ბიზნეს ოპერატორები, რომლებიც სურსათს ლეგალურად აწარმოებენ და „შინა მეწარმეები“. ჯერ-ჯერობით არ გვაქვს ნათელი სურათი რა ხდება ქვეყანაში ამ თვალსაზრისით, არ ვიცით, რამდენია ბიზნესოპერატორი და რამდენი - შინა მეწარმე. დარგი რეალურად ზიანდება, ვინაიდან არაკეთილსინდისიერ კონკურენციასთან გვაქვს საქმე“, აცხადებს კახა კონიაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up