2023 წელს ეგვიპტური ხახვის დიდი პარტია უკვე შემოვიდა საქართველოს საბითუმო ბაზრებზე. კილოგრამი ხახვის საბითუმო ფასი 90 ცენტია, მაგრამ ბაზარზე ხახვი უფრო დაბალ ფასადაა, ამიტომ ეგვიპტური ხახვი არც თუ ისე კარგად გამოდის, ამის შესახებ EastFruit-ი წერს.
ხახვის ფასმა საქართველოში 2023 წლის 17 თებერვლისთვის პიკს მიაღწია და 0,91 ცენტი (2.33 ლარი) გახდა კილოგრამი, რის შემდეგაც ფასებმა კლება დაიწყო. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ფასები 70 ცენტზე (1.79 ლარი) ჩამოვიდა. ამას ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან ხახვის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნამ შეუწყო ხელი.
ეგვიპტის ხახვს, გარდა მაღალი ფასისა, ბაზრის მონაწილეების აზრით, კიდევ ერთი ნაკლი აქვს - არც ისე კარგი ხარისხისაა. თუმცა, იმპორტიორებს მიაჩნიათ, რომ მთელი პარტიის გაყიდვას შეძლებენ, რადგან აზერბაიჯანიდან და ირანიდან ახალი ხახვი ბაზარზე მაისის დასაწყისამდე არ იქნება.
თუმცა, ცენტრალური აზიის ბაზარზე, კერძოდ უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთში, ჯერ კიდევ ბევრია ახალი ხახვი, რომელიც ახლა აქტიურად გადის ექსპორტზე. უფრო მეტიც, ხახვის ფასი უზბეკეთში მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე საქართველოში.