კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ-იაპონურ ენებზე, ვაჟა-ფშაველას მანგად მოთხრობილი „სტუმარ-მასპინძელი“ გამოიცა. პოემა იაპონურად ენათმეცნიერმა იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა. წიგნი მხატვარმა თინა ცხადაძე-რატიანმა იაპონური მანგას სტილით გააფორმა.
„სტუმარ-მასპინძლის“ მანგის შექმნის იდეა ისტორიკოს მანანა ნიქაბაძეს ეკუთვნის. წიგნის გრაფიკული დიზაინერი ეთო გაბაშვილია, ქართული ვერსიის რედაქტორი - საბა ცაბაძე.
სტუმარ-მასპინძელი (ქართულ-იაპონური მანგა) 70 ლარი ღირს.
თინა ცხადაძის მიერ შექმნილი „სტუმარ-მასპინძლის“ ილუსტრაციები დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი. გამოფენის ნახვა 15 იანვრამდეა შესაძლებელი.