ქართულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ „Wizzair“-თან თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე უარი უთხრა

ქართულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ „Wizzair“-თან თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე უარი უთხრა

access_time2020-12-08 15:00:56

„Wizzair და ryanair“ შემდეგ ქართულ ავიაბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი კომპანიას „air georgia“-ს უნდა დაეწყო ოპერირება. ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუა კომერსანტთან აცხადებდა, რომ პირველი AIRBUS A320 ტიპის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დღედღეზე შემოვიდოდა, თუმცა დღეს ბიზნესმენი გვეუბნება, რომ პროექტი დაპაუზებულია. მისი თქმით, მიზეზი ქართული ავიაკომპანიის დაბალი ცნობადბაა, რის გამოც ქართულ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობაბ Wizzair-თან  თანაბარ პირობებში ჩაყენებაზე უარი უთხრა.

 

 

„air georgia“-ს თუ ექნება იგივე პირობა, რომელიც „Wizzair“-ს მაშინ თვითმფრინავს ქუთაისში „დავაბაზირებ“, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმფრინავს არ შემოვიყვან და პროექტი ვერ განხორციელდება. სახელმწიფოს მხრიდან, ჩემთვის არის უარი, ის რომ „Wizzair“-ს ჰქონდეს უკეთესი პირობა და ჩვენ უარესი. მათი პასუხი ცოტა გაგვიკვირდა, რადგან ამბობენ, რომ „Wizzair“ცნობადი კომპანიაა, ხოლო ჩვენ არ ვართ ცნობილები და ვერ დაგვაფინანსებენ. მე რომ ვუთხარი,რომ ეს ქართული კომპანიაა, იგივე პროდუქტია და ბიზნესში არ უნდა იყოს განსხვავებები, მონოპოლისტური მიდგომები გვითხრეს, რომ დრო უნდათ გადაწყვეტილების მისაღებად. თავიდან იყო უარის მაგვარი, თუ როგორ  შევედარეთ „Wizzair“-ს . რა შუაშია „Wizzair“ , მასაც 180 სავარძლიანი AIRBUS A320 ჰყავს და ჩვენც ანალოგიური ტიპის თვითმფრინავი შემოგვყავს. განსხვავება ის არის, რომ „Wizzair“-ს  უნგრელი კაპიტანი ჰყავს, ხოლო „air georgia“-ს ქართველი კაპიტანი და ქართული მენეჯმენტი. თუ ქართველები მიუღებლები ვართ საქართველოს მთავრობისთვის? ეს არის გაუგებარი და სწორედ ამიტომ არის პროცესი გაჩერებული“,  განაცხადა გიორგი კოდუამ.

 

 


ბიზნესმენს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა, „air georgia“-ს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და ქართულ ბიზნესს განვითარებაში ხელს შეუწყობს:

 

 

„მაინც ოპტიმისტი ვარ, ყოველთვის ვცდილობ, რომ ნათელი სურათი დავინახო. მაქსიმალურად ვცდილობ, AIRBUS A320 საქართველოში შემოვიდეს, ამ თვითმფრინავის შემოყვანით დავასაქმებთ ათასეულობით ადამიანს და ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი შემოვა. ავიაბიზნესს განვითარება სჭირდება, მე ვხედავ ამის პოტენციალს საქართველოში. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითაც წლიურ ჭრილში 100 000 ტურისტის შემოყვანა იგეგმება, ვნახოთ ასეთ პროექტზე თუ უარს იტყვის ჩვენი მთავრობა, ჩვენ მზად ვართ, არანაირ მიზეზს არ დავუტოვებთ,რომ პროექტი ვერ გავაკეთოთ, დაველოდოთ მთავრობა როგორ მოიქცევა“, - აცხადებს გიორგი კოდუა.


ბაჩო ადამია


თეგები:
Wizzair air georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up