ქართულ- ევროპული რესტორანი „ბოტანია“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბრენდის განვითარებას გეგმავს

ქართულ- ევროპული რესტორანი „ბოტანია“ თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბრენდის განვითარებას გეგმავს

access_time2021-06-28 15:30:00

“ბოტანია” ახალი ქართულ-ევროპული რესტორანია, რომლის დამფუძნებლებიც ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ყველასთვის ნაცნობ სარესტორნო კონცეფციას ახალ, ამბიციურ მასშტაბში განიხილავენ. “ბოტანიას” შექმნა ამ ბიზნესისაგან შორს მდგომი, საბანკო სფეროში გამოცდილების მქონე მეგობრების ერთობლივი იდეა იყო. გამოცდილების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია დამფუძნებლებისთვის, რომ თავიდანვე ამბიციურ იდეას შეჭიდებოდნენ, პირიქით, ამ სფეროში ახალბედობა უსარგებლო შიშისაგან ათავისუფლებდათ:


“მიზნად დავისახეთ ისეთი ბრენდის შექმნა, რომლის მთავარი იდეაც ადამიანის, მისთვის სასურველი დროით, მაქსიმალური კომფორტის ზონაში ყოფნა იქნებოდა. ჩვენი კერძები ბუნებრივია, მარტივი და, ამასთანავე, ძალიან დახვეწილი. კონცეფციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი სწორი ბალანსია. ქართულ სამზარეულოს, ქართულ გემოებსა და ევროპულ კულინარიას შორის მაქსიმალური თანხმობის მიღწევას ვცდილობთ. ეს არის ნებისმიერის, ადგილობრივისა თუ უცხოელის რეცეპტორებზე მორგებული ქართულ-ევროპული სამზარეულო. მაქსიმალური სიმარტივის, დახვეწილობისა და სხვადასხვა სამზარეულოსა და კულტურის ბალანსის სახალისო ნიმუშად ჩვენი ერთ-ერთი კერძი გამოდგება. ესაა გამომცხვარი კვერცხი ლორსა და ყველში, მოცარელათი. ინგრედინეტებიდან გამომდინარე ეს, ერთი შეხედვით, თბილისური “ჩიჟი-პიჟი” უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს რესტორანში ამ კერძს გათანამედროებული და დახვეწილი სახითა და დაბალანსებული გემოთი მოგართმევენ,” - ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი, ქეთევან ორველაშვილი.


ძველი გემოების ახლებური ინტერპრეტაცია, შინაურული, ბავშვობიდან ნაცნობი კერძების თანამედროვე ვერსიები, ესაა “ბოტანიას” ამბიცია, რომელსაც თუკი ამ ახლადგახსნილი რესტორნის პოპულარობისა და სტუმრიანობის მიხედვით ვიმსჯელებთ, რეალური საფუძველი გააჩნია. აქ სერვირება, დოზები, პროპორციები გასტრონომიულად იდეალურადაა გამართული. ამჟამად ობიექტის კერძების მრავალფეროვნების შენარჩუნებაზე „ბოტანიას“ შეფი ანუკი ბოლოთაშვილი ზრუნავს, ის გახსნის დღიდან მონაწილეობს ბრენდის ფორმირებაში.


რესტორნის გარემოც საერთო კონცეფციის ნაწილია. ეს გარემო ხანგრძლივი, ღრმა დიზანირერული გააზრებისა და გულმოდგინედ მუშაობის ნაყოფია. ინტერიერი, განათება, ფერები, ყველაფერი მაქსიმალურად მშვიდია.



„გვინდოდა, ჩვენს სტუმრებს შექმნოდათ მკაფიო შთაბეჭდილება, თუ რა ტიპის რესტორანში მოხვდნენ. ეს არ არის „საქეიფო“ ადგილი, აქ შეგიძლია დღის ნებისმიერ დროს, სასაუზმოდ, სასადილოდ, სავახშმოდ მოხვიდე და მშვიდ, უხმაურო გარემოში მიირთვა. დღევანდელ ქართულ რესტორნებში ერთგვარი მოდაა ძველი ქართული ატმოსფეროს შექმნაზე, მაგრამ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. ჩვენთან, ისევე როგორც კერძების შემთხვევაში, ბალანსია მნიშვნელოვანი. „ბოტანიაში“ იცი, რომ ქართულ გარემოში ხარ, მაგრამ ამასთანავე, აქაურობამ შეიძლება ფრანგული ან იტალიური რესტორნის ინტერიერის ასოციაცია გამოიწვიოს. ესეც განგებ, გააზრებულად გავაკეთეთ“.


აქ მიმტანებს, რომლებიც, სურვილის შემთხვევაში, რესტორნის კლიენტებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევენ, მასპინძლებს უწოდებენ, კლიენტები კი საპატიო სტუმრის პრივილეგიით სარგებლობენ. საბანკო სფეროში გამოცდილება აქაც სასარგებლოდ ტრანსფორმირდა – „ბოტანიაში“ ფოკუსი მუდამ კლიენტზე და მის მოთხოვნაზე, მისთვის მაქსიმალური სიმშვიდისა და კომფორტის განცდის შექმნაზეა.


„ბოტანია“ სულ ახლახანს შეუდგა საქმიანობას, თუმცაღა სტუმრების მრავალფეროვნებასა და სიმრავლეს არ უჩივის. კონცეფციასთან ერთად, სამომავლო გეგმებიც ამბიციური აქვთ.


„ჯერჯერობით თიბისისთან მხოლოდ საოპერაციო თვალსაზრისით ვთანამშროლობთ, მაგრამ მომავალში გვეგმავთ ობიექტების დამატებას და ამ შემთხვევაში ბანკთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის იმედი გვაქვს. გვინდა მიტანის სერვისის ამუშავება და ამ სერვისში ისეთი საკვების, მაგალითად, ევროპული ღვეზელების დამატება, რომლებიც რესტორნის მენიუში არ გვაქვს. კიდევ ბევრ სიახლეა, რომლის განხორციელებაც გვინდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბრენდული განვითარება სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს და, ამ შემთხვევაში, თიბისის მსგავსი სანდო დასაყრდენი ნამდვილად საჭიროა“, - ამბობს ქეთევან ორველაშვილი.


R






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up