ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი დაიხურა, პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი დაიხურა, პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა

access_time2020-04-12 18:23:28

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო ჰოსპიტალი დროებით დაიხურა. როგორც ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ განაცხადა, ვინაიდან პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდათ შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კორონავორუსი, ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო ნეგატიური.

სანიკიძის თქმით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში. მოგვიანებით კი მას „პისიარ“ ტესტი ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მიიღეს.

როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ „კოვიდ 19“-ის რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ იმის გამო, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.

„ჩვენთან შემოვიდა პაციენტი, 72 წლის ქალბატონი, 6 აპრილს, გულის ქრონიკული უკმარისობით, ფილტვებში შეგუბებით, მუცლის ღრუში შესაბამისად სითხით, ჰიდროთორაქსით, ტკივილით და ა.შ. სუნთქვის უკმარისობით, რაც ახასიათებს გულის ქრონიკულ უკმარისობას და მის გამწვავებას. ჩატარდა შესაბამისად პროტოკოლის მიხედვით კარდიალურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი. არ ჰქონდა ცხელება და ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული თავის ძირითადი დაავადება, ეს არის ასევე შაქრიანი დიაბეტი, გარდა კარდიალურისა. სამწუხაროდ, დიაბეტის გამო აქვს სიბრმავე. ბუნებრივია ქალბატონი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი. ვინაიდან არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდა არანაირი შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტით იყო ნეგატიური. ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ ტრიაჟის დარბაზიდან გადავიდოდა ინფექციურში. ბუნებრივია, მოთავსდა ძირითადი დაავადებით და წავიდა კარდიალური და თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა.

ის გამოკვლეულ იქნა არა იმიტომ, რომ რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა „კოვიდ 19“-ის შემდგომში დამატებით, დღეს ან გუშინ, არამედ იმიტომ, რომ მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ 19“ და ეს როგორც კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით გამოიკვლია. კონტაქტი რომ მოიძია, სახლში არ დახვდათ, დახვდათ კლინიკაში გადაყვანილი. ვინაიდან ის დაავადების ცენტრმა გამოიკვლია, როგორც კონტაქტი, გამოიკვლია არა სწრაფი ტესტით, არამედ გამოიკვლია „პისიარ“ მეთოდით ანუ ძირითადი, ოქროს სტანდარტით. მინდა გითხრათ, რომ ტესტის სპეციფიურობა და სენსისტიურობა, ანუ მგრძნობელობა და ფასეულობა არ არის 100%-იანი სწრაფი ტესტით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით ნეგატიურია, მაგრამ „პისიარით“, ანუ ოქროს სტანდარტით არის დადებითი. სწორედ ეს მოხდა. ჩვენ სწრაფი ტესტით გვქონდა ნეგატიური. დღეს მოვიდა ლუგარიდან პასუხი დადებითი

ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული“,- განაცხადა სანიკიძემ.


მისივე თქმით, კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა სიების შედგენა, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტს. ეკა სანიკიძის ინფორმაციით, ასეთი სია მცირეა, რადგან კლინიკას რეანიმაციის მიმღები პერსონალი სხვა პერსონალისგან ერთმანეთისგან გამოყოფილი ჰყავს.

ამ დროისთვის კლინიკა დახურულია. სანიკიძის თქმით, როგორც კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეტყვით, რომ შეუძლიათ კლინიკა გახსნან, ჰოსპიტალი გაიხსნება.

„ჩვენი კლინიკის ადმინისტრაციამ გააკეთა ის, რაც გათვალისწინებულია. სასწრაფოდ მოხდა სიების შედგენა, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტს და ასეთი სია მცირეა, რადგან ჩვენ თავიდანვე გავყავით რეანიმაციის მიმღების პერსონალი და სხვა პერსონალი ერთმანეთისგან, ცალ-ცალკე შესასვლელებებიდა ა.შ. ზონები გამოვყავით. ინფექციის კონტროლის სამივე დონე – პერსონალური, საინჟინრო და სამენეჯერო დაცულია კლინიკაში და ამიტომ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ ადამიანმა ჩვენს ბევრ მუშაკს შეიძლება გადასდოს კორონავირუსი.

ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებებს, რომელიც პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარებს ყველა ჩვენიმ პერსონალს და პაციენტებს გამოკვლევას, რომელთაც კოვიდინფიცირებულთან  შეიძლებოდა ჰქონოდათ კავშირი. რა თქმა უნდა, ის პერსონალი, რომელიც დღეს მოვიდა სამსახურში და რის შემდეგაც დადებითი პასუხი მივიღეთ პაციენტის ინფიცირებაზე, არის ადგილზე. მათი გაშვება სახლში,ვიდრე კვლევა არ დამთავრდება, არ მოხდება. პერსონალი, რომელიც გუშინ იყო მორიგე და წასულია, ინფორმირებულია, რომ უნდა იყოს აღებული სასწრაფოდ მათზე ტესტი. ყველას დადგენა მიმდინარეობს.

თუმცა იმის გამო, რომ რეანიმაციაში მომუშავეებს შესაბამისი ეკიპირება ჰქონდა და აქვს, რეგისტრატორებიც დაცულები არიან, რაიმე პანიკა არ გვაქვს. რესპირატორები, ნიღბები, ქუდი, შეკრული ქირურგიული ხალათები, ხელთათმანები, ბახილები ჩვეულებრივად აცვიათ, მაგრამ არა ის კომბინიზონები და ეკიპირება, რომელიც „კოვიდ 19“-თან მომუშავეს აქვს და არც არის ეს საჭირო. არც ჯანმო და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვეულებრივ ექიმს, რომელიც ჩვეულებრივ კლინიკაში მუშაობს, ეკიპირებას არ სთხოვს. როგორც კი გვეტყვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომ შეგიძლიათ გაიხსნათგავიხსნებით. ახლა კი ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა დავიხუროთ“,- განაცხადა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ.


1tv




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up