ქართულ-იაპონური პროექტის ფარგლებში, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექცია შეიქმნება

ქართულ-იაპონური პროექტის ფარგლებში, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექცია შეიქმნება

access_time2022-09-19 14:20:00

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) ერთად, იაპონიის მთავრობის პროგრამის „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევის პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ (SATREPS) ფარგლებში, პროექტს „საქართველოს ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე დაფუძნებული ხორბლის მოლეკულური სელექციის სისტემის ჩამოყალიბება“ იწყებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.


„პროექტს ქართველი მეცნიერები იაპონელ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ. პროექტის მიზანი, ხორბლის ადგილობრივი ჯიშებისა და ახლო მონათესავე ველური სახეობების სრულყოფილი კოლექციის შექმნა და კონსერვაციაა, ასევე, სელექციის ახალი სისტემის შემუშავება, რომელიც გენეტიკური რესურსების გამოყენებით, ჯიშებს მუდმივად გააუმჯობესებს.



ახალი პროექტის დეტალები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტროს (JICA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მორი ჰოროუკისთან და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჰიდეკი ტანაბესთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. შეხვედრაზე, ხორბლის ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციის და თესლის სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.




სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი JICA-სთან არაერთი წელია თანამშრომლობს. JICA-ს საქართველოს ოფისის მიერ გამოცხადებულ 2021 წლის საგრანტო პროექტში ცენტრის სერტიფიცირების სამსახურმა გრანტი მოიპოვა. გრანტის ფარგლებში, სამსახურს საშრობი კამერა (ინკუბატორი) გადაეცა, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების მინდვრის კულტურების გენბანკის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას ხმარდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up