„ქართულ ოცნებას“ ე.წ. ხრუშჩოვკების სახით უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა დახვდა - კახა ლაბუჩიძემ

„ქართულ ოცნებას“ ე.წ. ხრუშჩოვკების სახით უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა დახვდა - კახა ლაბუჩიძემ

access_time2022-06-11 15:00:53

„ქართულ ოცნებას“ ე.წ. ხრუშჩოვკების სახით უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა დახვდა, - ამის შესახებ  თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ისნის რაიონის მაჟორიტარმა, კახა ლაბუჩიძემ, საკრებულოს სხდომაზე, განაცხადა.

მან კოლეგებთან ავარიული შენობებისა და ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტზე ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლებს ექსპლუატაციის ვადა 30 წელია გაუვიდა და ამ დრომდე, ვერცერთმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო.

როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, „ქართულ ოცნებას“ ე.წ. ხრუშჩოვკების სახით უმძიმესი საბჭოთა მემკვიდრეობა დახვდა, თუმცა დედაქალაქის მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და ავარიული სახლების ჩანაცვლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.


„ეს ძალიან სასიხარულო და ათასობით ოჯახისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით კი, ავლაბრელებისთვის, სადაც ყველაზე მეტი პრობლემაა ამ მხრივ. მახარებს ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო დაპირებებს ვასრულებთ და ჩემს სამაჟორიტაროს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად ყველა პრობლემის გადაჭრაში ვეხმარებით“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ და ყურადღება ძველი თბილისური ეზოების მდგომარეობაზეც გაამახვილა.

მისი თქმით, ამ მიმართულებითაც დროული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ისნის რაიონის მაჟორიტარის აზრით,  ეფექტური გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობისა და ინვესტორების ინტერესები და მუნიციპალიტეტის შესაძლებლობები თანხვედრაში იყოს.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up