თხილის გადამამუშავებელმა ქართულმა კომპანიამ „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი“ თავის წარმოებაში პეკანის ხაზიც ჩართო. კომპანია ამ პროდუქტის ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრებზე გატანას მიმდინარე წლიდან დაიწყებს.
east-fruit.com–ის ცნობით, პროექტში ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ $70 000 შეადგინა, საიდანაც 40% USAID-ის პროგრამით დაფინანსდა.
პეკანი კაკლისებრთა ოჯახის ხეა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ტყეებში ბუნებრივად იზრდება. პეკანის ლებანი 70%-მდე ზეთს შეიცავს. მცენარე ბევრ ქვეყანაშია კულტივირებული. მოჰყავთ დასავლეთ საქართველოშიც.