პანდემიის პირობებში ჭკვიანი თხილის პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა

პანდემიის პირობებში ჭკვიანი თხილის პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა

access_time2020-05-10 16:00:38

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად კომპამნია „ჭკვიანი თხილის“ პროდუქტზე მოთხოვნა  ქართულ ბაზარზე  კიდევ უფრო გაიზარდა.  მიზეზი ჯანსაღი პროდუქტი და ონლაინ ვაჭრობის გააქტიურებაა.

 

„ჭკვიანი თხილი“, რომლის  პროდუქციითაც ქართული რესტორნების დიდი ნაწილი მარაგდებოდა, მუშაობას ონლაინ სივრცეში საკმაოდ აქტიურად აგრძელებს და დახურული სექტორიდან მიღებული ზარალის დაბალანსებას ახერხებს. კომპანიამ მომხმარებლებს პანდემიის პერიოდში ახალი პროდუქტიც შესთავაზა.

 

კომპანიის დამფუძნებელი ნინო ანდრიაძის თქმით მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულზე ფასი საგრძნობლად მომატებულია მზა პროდუქტის ღირებულება ამ დრომდე არ გაზრდილა.

 

„ჩვენს მუშაობაზე მიმდინარე ამბები ცუდად არ ასახულა, პირიქით ახალი პროდუქტი დავამატეთ ბაზარზე.  ეს არის ქართული პეკანის პასტა. ეს არის თხილის ნუშის მიწისთხილისა და პეკანის პასტა, ნატურალური პროდუქტი, კარაქის მცენარეული ალტერნატივაა.  მიუხედავად იმისა, რომ არ არის იაფი და საბაზრო ღირებულება  200 გრამიანი შეფუთვა 16 ლარი ღირს და100%-ით ნატურალურია და მასზე მოთხოვნაც მაღლია. თუმცა დღეს აღარ გვაქვს მარაგი და ველოდებით როდის აღდგება მიმოსვლა რომ ნედლეულით მოვმარაგდეთ.  ასევე ვცდილობთ როგორც ახალ, ისე არსებულ პროდუქტებზე ფასი უცვლელი შევინარჩუნოთ და ვნახოთ როდემდე შევძლებთ ამას. ასევე ჩვენ შევდიოდით რესტორნებში, თუმცა ონლაინ მუშაობამ  დააბალანსა რესტორნების ნაწილი. “-აღნიშნა ნინო ანდრიაძემ.

 


 

„ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელი კორონავირუსის პერიოდში პროდუქტის გაზრდილ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ იზოლაციის დროს გაყიდვების მაჩვენებელმა საგრძნობლად მოიმატა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ანდრიაძის თქმით  ექსპორტზე გასასვლელად ჯერ კომპანია მზად არ არის, თუმცა მათ  სამომავლო გეგმაში უცხოეთის ბაზარი შედის.

 

„თუ მალე გაიხსნება მიმოსვლა  და დავუბრუნდით ძველებურ ცხოვრებას, დავიწყებთ მუშაობას ახალ პროექტზე, გვქონდა გეგმაში რომ ჩვენი წერტილი გაგვეხსნა და კიდევ კარგი არ ვიჩქარეთ, თორემ უდიდესი ზარალი იქნებოდა.  შემდეგი ნაბიჯი კი ექსპორტი იქნებოდა, რომლის დიდი სურვილიც გვაქვს.  თუმცა ამისთვის საჭიროა საწარმო გვქონდეს, რომელსაც ჯერ ვერ გავაკეთებთ გარემოპირობებიდან გამომდინარე, ახლა ვართ სხვის ფართში და ეს გვაფერხებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე გავიდეთ. „-აცხადებს ანდრიაძე.

 

შეგახსენებთ, რომ „ჭკვიანი თხილი“ ბაზარზე 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა. მისი დამფუძნებელები ცოლ-ქმარი ნინო ანდრიაძე და შოთა მურცხვალაძე არიან. წყვილმა საკუთარი ხარჯებით შექმნილ ოჯახურ ბიზნესს სახელწოდება მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე შეურჩია.

 

კომპანიის საწარმო თბილისში დაახლოებით 100 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. სამომავლოდ ბრენდი უფრო დიდ მასშტაბებზე გასვლას გეგმავს.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up