ქართულ ტკბილეულს ევროპის წამყვანი ქვეყნები ითხოვენ  - „ტკბილი ქვეყანა“

ქართულ ტკბილეულს ევროპის წამყვანი ქვეყნები ითხოვენ - „ტკბილი ქვეყანა“

access_time2022-04-14 14:00:22

საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი და იტალია ის ქვეყნებია, სადაც ქართული ტკბილეული შეიძლება გავიდეს, მაგრამ ადგილობრივი წარმოება ამისთვის მზად ჯერჯერობით არ არის. მწარმოებლების ინფორმაციით, ევროპაში ქართულ ტკბილეულზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ტექნიკური ბარიერის გამო მიწოდება ვერ ხერხდება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.

 

როგორც კომპანია ,,ტკბილი ქვეყნის“ კომერციული დირექტორი კახაბერ ყრუაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, პრობლემა ძირითადად ნედლეულის სიმცირე და პროდუქტის ვარგისიანობასთან დაკავშირებითაც არის, ვინაიდან ხანგრძლივი ტრანსპორტირების გამო ვარგისიანობის ვადა მცირდება, რითაც სტანდარტი ირღვევა.


,,დღესდღეობით ადგილობრივ ბაზარს სრულად ვამარაგებთ, მაგრამ დიდი მოთხოვნა გაჩნდა ევროპიდანაც. თუმცა, ამ გამოწვევას ჯერჯერობით ვერ ვპასუხობთ. გარკვეული კუთხით, ნედლეულის პრობლემაცაა, საკმარისი რაოდენობით ვერ შემოდის. თანაც, ამ ეტაპზე მთლიანად ქართულ ბაზარზე ვართ კონცენტრირებული. როგორც აღმოჩნდა, გლობალური გამოწვევებისთვის  არ ვიყავით მზად, რაც მოხდა, არც არავინ ელოდა. ცხადია, ნებისმიერ კომპანიას  უნდა ევროპულ ბაზარზე გასვლა, ხარისხის კუთხით პრობლემა არ გვაქვს, ჩვენი პროდუქცია დატესტილიც არის და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მცირე რაოდენობით გადიოდა (ქართული სეგმენტისთვის), მაგრამ ტრანსპორტირების კუთხით დაბრკოლება არსებობს. კერძოდ, ტრანსპორტირების ხანგრძლივობა 2 თვეა, ამ დროს ჩვენ არ გვაქვს გრძელვადიანი პროდუქცია, ხოლო ევროპული სტანდარტი მოითხოვს, შეტანის დროს პროდუქტის ვარგისიანობის მაჩვენებელი 80%-ის დონეზე ფიქსირდებოდეს. ჩვენს შემთხვევაში, როცა 3-4 თვიანი ვარგისიანობის ვადა გვაქვს, თუკი 2 თვეს ტრანსპორტირებას მოვანდომებთ, პროდუქტის მიწოდებისას ვარგისიანობის 50% გასულია, რითაც სტანდარტი ირღვევა“, - ამბობს ყრუაშვილი.



მისივე თქმით, შესაძლებელია ემულგატორების დამატებით პროდუქტის ვარგისიანობის გაზრდა,  მაგრამ ხარისხი გაუარესდება.


,,მაღალი ხარისხის ტკბილეულს ვაწარმოებთ. ხარისხის გაუარესება არც ჩვენ გვინდა და ასეთ პროდუქტს არც ევროპა მიღებს. ალბათ, დროთა განმავლობაში გამოსავალი მოიძებნება, ვაპირებთ წარმოების გაფართოებას იმ დონეზე, რომ მსგავს გამოწვევას თავი გავართვათ“, - დასძენ კომპანიის კომერციული დირექტორი ,,კომერსანტთან“.


კახაბერ ყრუაშვილის ინფორმაციით, წლის ბოლომდე ,,ტკბილი ქვეყანა“ წარმოების  დაახლოებით 50%-ით გაზრდას გეგმავს.


ფაბრიკა დღეისათვის მომხმარებელს 150 დასახელების ტკბილეულს სთავაზობს. ქარხანა ფართოვდება ამ ეტაპზე 500 ადამიანია დასაქმებული, 9 000 მ/კვ ფართს ვფლობთ. გაფართოების შემთხვევაში 4 000 კვ/მ დაემატება.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up