ქართულენოვანი ბიზნეს სიმულატორი - ბიზნესის მართვის შესაძლებლობა სიმულაციურ გარემოში

ქართულენოვანი ბიზნეს სიმულატორი - ბიზნესის მართვის შესაძლებლობა სიმულაციურ გარემოში

access_time2022-04-28 11:54:03

საზღვარგარეთ სიმულაციური სწავლების რეჟიმი კარგად დამკვიდრებული პრაქტიკაა. პროფესორ თენგიზ თაქთაქიშვილს კი ამ პრაქტიკის გაცნობის შემდეგ გაუჩნდა იდეა და სურვილი, რომ სიმულატორებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი საქართველოშიც ყოფილიყო.


„2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში უცხოელ პარტნიორებთან ერთად საცდელად დავნერგეთ სიმულატორი სტრატეგიული მენეჯმენტის სასწავლო კურსში, რამაც გაამართლა და სტუდენტებისგან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ამასთან, რამდენიმე სირთულეც გამოიკვეთა: სიმულატორი იყო ინგლისურ ენაზე, არ იყო მორგებული ქართულ რეალობას და იყო ძვირი. შესაბამისად, გაჩნდა იდეა, რომ ქართულენოვანი, შედარებით იაფი და ადგილობრივ ბაზარზე მორგებული სიმულატორი შექმნილიყო.“


- რა გამოცდილება გაქვთ ამ სფეროში?


ვარ ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში. ასევე, ვასწავლი კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სიმულატორით სწავლება გასულ სემესტრში პოლონელ პარტნიორებთან ერთად განვახორციელე. გარდა ამისა, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ჩავუტარე ვორკშოპი სიმულატორით სწავლებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება უკვე გამაჩნია.


- დეტალურად გვიამბეთ თქვენი სტარტაპის საქმიანობის შესახებ


სტარტაპი ქმნის ბიზნეს სიმულატორს, რომელიც სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარება იმაში, რომ მათ სიმულაციურ გარემოში მიიღონ გადაწყვეტილებები და მართონ ბიზნესი. სიმულატორის მონაწილეებს საშუალება აქვთ, დააფუძნონ კომპანია, შეიძინონ რესურსები, დაიქირაონ ადამიანები, ბაზარს შესთავაზონ პროდუქტები, დააწესონ ფასები და მათი ამ გადაწყვეტილებების შედეგები თავად იხილონ. სიმულატორის ფარგლებში სტუდენტები გუნდურად მოქმედებენ, როგორც კომპანიები და სხვა სტუდენტების მიერ შექმნილ კომპანიებს უწევენ კონკურენციას. მთელი ამ პროცესის შედეგებს კი მათთან ერთად მენტორი აანალიზებს და ღირებულ უკუკავშირს აძლევს სტუდენტებს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ეს პროცესი შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც სწავლა მოქმედების გზით.



- როგორ გახსენდებათ სიმულატორზე მუშაობის დაწყების ეტაპი?


სიმულატორის სცენარზე მუშაობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მსგავსი სცენარით სტუდენტებთან მუშაობა უკვე რამდენიმე სემესტრია ხორციელდება, თუმცა, ეს ყველაფერი ხდება ფურცელზე და ამჯერად საშუალება გვექნება, რომ მისი ინტეგრირება თანამედროვე ტექნოლოგიებთან მოვახდინოთ.


ახლა კი, სიმულატორის სცენარი მზადაა და დეველოპერის მიერ მუშაობის დაწყებიდან 2-3 თვეში ის დასრულებული სახით იქნება წარმოდგენილი.


- რატომ და როგორ გადაწყვიტეთ Shark Tank-ში მონაწილეობის მიღება?


Shark Tank-ის წინა სეზონის ყურებისას გამიჩნდა იდეა, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა, რათა, ერთი მხრივ, პროდუქტის დასამზადებლად საჭირო ინვესტიცია მომეზიდა, ხოლო მეორე მხრივ, შემეძინა პარტნიორი, რომელიც ამ პროდუქტის ბიზნეს წრეებში პოპულარიაზაციაში დამეხმარებოდა. ველოდი, რომ განათლების სფეროსთვის ამ ეტაპზე მეტად საჭირო ინიციატივას გამოხმაურება მოჰყვებოდა და ასეც მოხდა.


- რის გაკეთებას აპირებთ აღებული ინვესტიციით?


მიღებული ინვესტიციით შეიქმნება ვებგვერდი, სადაც სიმულატორის სცენარი იქნება ინტეგრირებული და უნივერსიტეტებს, კომპანიებს, ტრენინგ- ცენტრებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება გამოიყენოს ის.


- და ბოლოს, ზოგადად, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?


სიმულატორის შექმნის შემდეგ მოხდება მისი შეთავაზება უნივერსიტეტების, კომპანიების და ტრენინგ-ცენტრებისთვის. მომავალში ვებგვერდს სიმულატორის ახალი სცენარებიც დაემატება, ხოლო უფრო გრძელვადიან პერიოდში უცხოენოვანი (ინგლისურენოვანი და არამხოლოდ) სიმულატორის შექმნაც იგეგმება, რომლითაც რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე გავალთ.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up