2022 წელს ფორმალური ავტო ბიზნესის ბრუნვა წლიურად 20.2%-ით 6.0 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც ძირითადად ავტომობილების ვაჭრობით იყო განპირობებული, — ამის შესახებ galt&taggart-ის კვლევაში „ავტომობილების ბიზნესი საქართველოში“ არის აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, ქართული კომპანიები მაღალი მომგებიანობით გამოირჩევიან უცხოურ კომპანიებთან შედარებით. გარდა ამისა, საქართველოში ავტომობილებით ვაჭრობისა და ავტო ტექ-მომსახურების კომპანიების ვალიანობა დაბალია გლობალურ კომპანიებთან შედარებით