ქართული ბანკები 2021 წლის საერთაშორისო რეიტინგებში

ქართული ბანკები 2021 წლის საერთაშორისო რეიტინგებში

access_time2021-12-31 13:00:59

2021 წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მონაცემებში, ქართული ბანკების საკრედიტო რეიტინგი უმჯობესდებოდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „პროკრედიტ ბანკს“ აქვს, Fitch Ratings-მა ბანკის რეიტინგი BB+ -ზე დაადასტურა.



თიბისი ბანკი



საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა „თიბისი ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“ გააუმჯობესა. ამჟამად ბანკის რეიტინგის მოლოდინი არის „სტაბილური. ამასთან, სარეიტინგო სააგენტომ ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ „BB მინუსის“ დონეზე დაადასტურა.



„საკრედიტო მოლოდინის გაუმჯობესება მიმდინარე ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის მხრიდან ბანკის საკრედიტო პორტფელზე შემცირებულ ზეწოლას ასახავს. Fitch-ი მოელის, რომ ბანკის ბუფერები საკმარისი იქნება იმისთვის, რათა ისე შთანთქოს შესაძლო საკრედიტო დანაკარგები, რომ ამით ბანკის ფინანსურ პროფილს ზარალი არ მიადგენს. ამასთან, თიბისი ბანკი კრიზისულ პერიოდს ჯანსაღი კაპიტალის მოცულობით და კარგი ფინანსური პარამეტრებით შეხვდა“,- ნათქვამია ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავრცელებულ ინფორმაციაში.



საქართველოს ბანკი



31 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა „საქართველოს ბანკის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“ „სტაბილურით“ გააუმჯობესა. ამასთან, სარეიტინგო სააგენტომ ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი კვლავ BB მინუსის დონეზე დაადასტურა. 




თქვამია, რომ “საქართველოს ბანკის” დაფინანსების პროფილი სტაბილურობას ინარჩუნებს. Fitch-ი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ 2020 წლის რთული ვითარების მიუხედავად, ბანკიდან დეპოზიტების გადინება არ მომხდარა. Fitch-ი მოელის, რომ ბანკის ბუფერები საკმარისი იქნება იმისთვის, რათა ისე შთანთქოს შესაძლო საკრედიტო დანაკარგები, რომ ამით ბანკის ფინანსურ პროფილს ზარალი არ მიადგეს. როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი “საქართველოს ბანკი კრიზისულ პერიოდს ჯანსაღი კაპიტალის მოცულობით და კარგი ფინანსური პარამეტრებით შეხვდა.



ლიბერთი ბანკი



2021 წლის 31 მარტს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა გამოაქვეყნა ქართული ბანკების შეფასება, სადაც სს ლიბერთი ბანკის რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა, ხოლო გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი - B+ დაადასტურა.



ლიბერთი ბანკის „სტაბილური“ პროგნოზი ასახავს ბანკის საკრედიტო პორტფელის მდგრადობას, მიუხედავად პანდემიისა და ქვეყნის ეკონომიკის შემცირებისა. Fitch Ratings-ის მოლოდინით ბანკის მოგება საკმარისი იქნება პანდემიის გამო საკრედიტო ზარალის ასანაზღაურებლად, მისი ფინანსური მდგომარეობის გაუარესების რისკის გარეშე. ბანკი პანდემიის პერიოდს შეხვდა ჯანსაღი კაპიტალით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით. პოზიტიური გრძელვადიანი მოლოდინი განპირობებულია ბანკისათვის დამახასიათებელი აუცილებელი სიძლიერით.



პროკრედიტ ბანკი



საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch -მა „პროკრედიტ ბანკი საქართველოს“ რეიტინგი BB+ დაადასტურა, პერსპექტივა კი „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.



საერთაშორისო კომპანიის შეფასებების საფუძველზე, პროკრედიტ ბანკი საქართველო კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ საკრედიტო რეიტინგს საქართველოში არსებულ ბანკებს შორის, ასევე ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ერთი ბიჯით მაღალ მონაცემს. „პროკრედიტ ბანკი საქართველოს სტაბილური რეიტინგი მნიშვნელოვნად არის განპირობებული ისეთი ძლიერი და სტაბილური მშობელი კომპანიით, როგორიცაა გერმანული ProCredit Holding AG & Co. დასაყრდენი ევროპული მშობელი კომპანია უზრუნველყოფს არამხოლოდ პროკრედიტ ბანკის სანდოობასა და სტაბილურობას, არამედ თანამედროვე ევროპული საბანკო პრაქტიკის დანერგვას ქვეყანაში.




ბაზის ბანკი



სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ბაზის ბანკს გრძელვადიანი რეიტინგის პროგნოზი ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუზარდა, ხოლო, გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტ რეიტინგი (Long Term Issuer Default Rating) „B+“ დაადასტურა. ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს საქართველოს სუვერენული რეიტინგი, რომელიც ნეგატიურიდან სტაბილურამდე გაუმჯობესდა.



ხალიკ ბანკი საქართველო



Fitch Ratings-მა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი, ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, ხოლო ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDRs), კვლავ “BB+”– ზე დაადასტურა. 



„ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგის გაუმჯობესება განპირობებულია „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ სიძლიერით და სტაბილურობით, რომლის შვილობილ ორგანიზაციასაც წარმოადგენს „ხალიკ ბანკი საქართველო“. „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ წარმოდგენილია ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, რუსეთისა და საქართველოს საფინანსო ბაზრებზე.


ნინო თამაზაშვილი


თეგები:
რეიტინგი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up