„ქართული ბანკები თამამად შეგვიძლია შევადაროთ განვითარებული ქვეყნების ბანკებს“ - ინტერვიუ „პაშა ბანკის“ გენერალურ დირექტორთან

„ქართული ბანკები თამამად შეგვიძლია შევადაროთ განვითარებული ქვეყნების ბანკებს“ - ინტერვიუ „პაშა ბანკის“ გენერალურ დირექტორთან

access_time2021-12-27 10:00:02

2021 წლის მთვარი მიღწევების, სამომავლო გეგმების, საქართველოს საბანკო სექტორში არსებული გამოწვევებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ „კომერსანტთან“ ბლიც-ინტერვიუში „პაშა ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ შურღაიამ ისაუბრა.



-პაშა ბანკის 2021 წლის მთავარი მიღწევა...


-2021 წელს მნიშვნელოვან მიღწევად მივიჩნევ ჩვენი ბანკის მთავარი აქტივის - ჩვენი გუნდის შენარჩუნებას და განვითარებას. პაშა ბანკის და რებანკის გუნდმა არა მხოლოდ გადალახა პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდი, არამედ ისწავლა ახლებურად თანამშრომლობა და კიდევ უფრო გაძლიერდა საორგანიზაციო კულტურის თვალსაზრისით. წლის მეორე ნახევრიდან ბანკი თანდათან უბრუნდება ჩვეულ სამუშაო გარემოს ოფისში, ამ დროისთვის ბანკის თანამშრომლების 90% უკვე ორჯერ ან მეტჯერაა აცრილი. ერთად და დიდი მონდომებით ვემზადებით 2022 წლისთვის.



-დღეს საბანკო სექტორისთვის მთავარი გამოწვევაა პანდემია თუ ინფლაცია?


-მე მაინც პანდემიას დავასახელებდი მთავარ გამოწვევად, რადგან ნაწილობრივ, სწორედ პანდემია განაპირობებს ინფლაციასაც. საბანკო სექტორი განსაკუთრებით გრძნობს პანდემიის ეფექტს, ვინაიდან ის გავლენას ახდენს ჩვენი მომხმარებლების ქცევაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას უქნის საფრთხეს.



-2008 წლის კრიზისი და 2020-2021 წლების პანდემია, რომელი უფრო რთული აღმოჩნდა საბანკო სექტორისთვის?


-რთული შედარებაა. ალბათ, განსხვავება დიდი არ არის. თუკი, მაინცდამაინც, შედარებაა გასაკეთებელი, ასე ჩანს, რომ პანდემია უფრო მტკივნეული აღმოჩნდა ქვეყნის ეკონომიკისთვის და საბანკო სექტორისთვის, ვიდრე ცალკე აღებული მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგები. ის კრიზისი ორ წელიწადში იქნა გადალახული, ხოლო პანდემია უკვე თითქმის ორი წელია გრძელდება. ომიკრონის გამოჩენიდან გამომდინარე, ბუნდოვანი რჩება კაცობრიობის ამ დიდი გამოწვევის გადალახვის ზუსტი დრო.



-კომერციული ბანკისთვის მომგებიანია ლარიზაცია თუ დოლარიზაცია?


-ეს საკითხი მრავალწახნაგოვანია. ზოგადად, კომერციული ბანკებისთვის კარგია ის, რაც ქვეყნისთვის არის კარგი. ამ შემთხვევაში კი ეს არის წარმატებული ლარიზაცია. სასურველია, რომ საქართველოში ყველამ ერთად, გაერთიანებული ძალისხმევით, ლარი ვაქციოთ არა მხოლოდ გადახდის ერთადერთ საშუალებად, არამედ დაგროვების ძირითად საშუალებად და ღირებულების საზომადაც. თუ ამას მივაღწევთ, ქვეყანის ეკონომიკისთვის და შესაბამისად, კომერციული ბანკებისთვის უკეთესი განვითარების გარემო შეიქმნება.




-საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო სექტორისთვის არის...


-საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორისთვის, პირველ რიგში, მარეგულირებელი, ზედამხედველი და სამართლიანი კონკურენციის გარანტია. ასევე, სებ-ის მნიშვნელოვანი ფუნქციებია: ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამტარებელი, უკანასკნელი საჭიროების კრედიტორი და მომხმარებელთა უფლებების დამცველი. ვფიქრობ, ჩვენი ცენტრალური ბანკი და კომერციული ბანკები, მთლიანობაში, თავის საქმიანობას ქვეყანაში წარმატებით ასრულებენ.



-2021 წელს ეროვნული ბანკის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა...


-ეროვნული ბანკის მიერ წელს გატარებული რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მახსენდება: საბანკო სისტემის შემდგომი პროგრესისთვის მნიშვნელოვანი გვგონია სამუშაოები, რომლებიც ტარდება ღია ბანკინგის დასანერგად. წელს პირველი ეტაპის გაშვება მოხდა და ბევრი სხვაც გაკეთდა ამ მიმართებით. იმედი გვაქვს, მომდევნო წლის გაზაფხულზე ასეთივე წარმატებით დაემატება ღია ბანკინგის ახალი სერვისები.



წლის მეორე ნახევარში მეტი სტაბილურობა შეიძინა ლარის გაცვლითმა კურსმა. მოხდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის რამდენიმე ეტაპად გაზრდა სავალუტო ინტერვენციებთან ერთად გაზრდილ ინფლაციასთან გასამკლავებლად.



ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს გამოსცა IFRS 9 სახელმძღვანელო, რაც უზრუნველყოფს IFRS 9 დანერგვას და ბანკების ანგარიშგებების უკეთ შედარების შესაძლებლობას.



-თქვენი ბანკის წარმატების ფორმულა არის...


-ორგანიზაციული კულტურა. პიტერ დრაკერის სიტყვებით რომ ვთქვათ, „კულტურა სტრატეგიას საუზმეზე მიირთმევს“. მეც ვფიქრობ, რომ სწორად ამაშია არა მარტო ბანკის, არამედ ზოგადად, ორგანიზაციების წარმატების ფორმულა. ჩვენს შემთხვევაშიც, ჯანსაღი გუნდი და კარგი ორგანიზაციული კულტურა არის ბიზნეს-სტრატეგიის საფუძველი.



-რომ შეგეძლოთ, რომელ ქვეყანაში გადაიტანდით პაშა ბანკს?


-„არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა!“
რეალურად, ბანკის არსად გადატანის სურვილი არ გვაქვს. თეორიულად, პრაგმატული და ფინანსური მოსაზრებებით, საბანკო საქმიანობა გაცილებით მომგებიანია დიდ ქვეყნებში, სადაც არის არამარტო კარგად მართული საბანკო სექტორი, არამედ დიდი და სწრაფად მზარდი ეკონომიკა.



-ქართულ საბანკო სექტორს სხვებისგან გამოარჩევს...


-ქართული ბანკები თამამად შეგვიძლია შევადაროთ უფრო განვითარებული ქვეყნების ბანკებს, ვიდრე - განვითარებადი ქვეყნებისას. ეს უკვე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ჩვენი ბანკები სწორებას აკეთებენ ისეთი ქვეყნების ბანკებთან, სადაც ეს სექტორი მკაფიოდ რეგულირდება, ფართოდ იყენებენ ტექნოლოგიებს და ნერგავენ ინოვაციურ საბანკო მომსახურებებს. ქართული საბანკო სექტორი საკმაოდ დახვეწილია, რაც მას დადებითად გამოარჩევს ვრცელ რეგიონში.



-რა არის პაშა ბანკის 2022 წლის მთავარი მიზანი?


-პაშა ბანკი აერთიანებს ორ ბრენდს: პაშა ბანკს და რე|ბანკს. 2022 წელს ძალიან მნიშვნელოვანია პაშა ბანკმა გააგრძელოს სტაბილური განვითარება და კლიენტების კმაყოფილებაზე იყოს მაქსიმალურად ფოკუსირებული.



რე|ბანკის მხარეს მნიშვნელოვანია განვითარების სიჩქარის მატება, კლიენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა და მომსახურებების სპექტრის გაფართოება. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ 2022 წელს და გვჯერა, რომ დასახული მიზნებისკენ წარმატებულ ნაბიჯებს გადავდგამთ.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up