ქართული ბიზნესი უკრაინის მხარდასაჭერად

ქართული ბიზნესი უკრაინის მხარდასაჭერად

access_time2022-03-20 10:00:37

ქართული ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ერთიანდება. კომპანიები და ორგანიზაციები საჯაროდ გმობენ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს.

უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოში კერძო ინიციატივით არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, შეგროვდა ასობით ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, კომპანიების ნაწილი უკრაინელ მოქალაქეებს მომსახურებას უსასყიდლოდ უწევს, ასევე უკრაინის მხარდასაჭერად აქტიურად იმართება საქველმოქმედო ღონისძიებები. საქართველოდან უკარინაში დაახლოებით 600 ტონა ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი.

Forbes Georgia გთავაზობთ იმ ქართული კომპანიებისა და ორგანიზაციების არასრულ ჩამონათვალს, რომლებიც უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გაერთიანდნენ.

საგულისხმოა, რომ მოცემული სია არასრული ჩამონათვალია და უკრაინის მხარდამჭერი კომპანიების რაოდენობა თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

ჯანდაცვა და ფარმაცია:

აფთიაქები და სამედიცინო ქსელები განსაკუთრებით აქტიურად ეხმარებიან უკრაინელ მოქალაქეებს და, მატერიალური დახმარების გარდა, ქვეყანაში ჰუმანიტარულ ტვირთს და მედიკამენტებს გზავნიან.

GPC-მ და „ფარმადეპომ“ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები გაგზავნეს, საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის კი 1 მილიონი ლარის დახმარება გამოყვეს. სააფთიაქო ქსელმა PSP-მ 200 000 ლარის ღირებულების მედიკამენტები და პირველადი დახმარებისთვის საჭირო ნივთები გამოყო. Biochimpharm-მა კი უკრაინას 40 000 ლარის ღირებულების პრეპარატები გადასცა. 

ქვეყანასჰუმანიტარული ტვირთითა და მედიკამენტებით ეხმარება სააფთიაქო ქსელი „ავერსიც“.

„ევექსის კლინიკები“, „დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრი“, „პინეო“ და სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“ საომარი მდგომარეობის გამო საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებას უსასყიდლოდ სთავაზობენ.

საბანკო-საფინანსო სექტორი:

თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში ქართულმა კომერციულმა ბანკებმა დამიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს – ომით დაზარალებული ხალხისთვის გაწეული უშუალო ფინანსური დახმარების გარდა, მათ სახსრების მობილიზების კოორდინაცია ითავეს, რითაც ბევრ ბიზნესსა და კერძო პირს სოლიდარობის აქციაში ჩართვის საშუალება მისცეს.

„თიბისი ბანკმა” საქველმოქმედო ფონდი შექმნა, რომელშიც პირველადი შენატანის სახით 200 ათასი ლარი ჩარიცხა – დღეის მდგომარეობით, ფონდში 1.5 მილიონ ლარზე მეტი მოგროვდა, რომლის ერთი ნაწილი, 501 ათასი ლარი „თიბისიმ” უკრაინაში უკვე გადარიცხა. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ფონდის შექმნა „საქართველოს ბანკმაც” გადაწყვიტა, რომელმაც “სიცოცხლის ხედ” წოდებულ საკუთარ ფონდში პირველადი შენატანის სახით 250 ათასი ლარი გადარიცხა – საერთო ჯამში, ფონდში 1.5 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. Უკრაინელ ხალხს თანადგომას “კრედო ბანკიც” უცხადებს, რომელმაც 100 000 ლარი გადარიცხა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ფედერაციაში. სოლიდარობის აქციაში ჩაერთო მიკროსაფინანსო კომპანია MBC-იც, რომელიც უკრაინას 50 ათასი ლარით დაეხმარა.

უშუალო ფინანსური დახმარების გარდა, „თიბისი ბანკმა“ და „პაშა ბანკმა“ უკრაინის მხარდასაჭერ გადარიცხვებზე საკომისიო გააუქმეს, რითაც ქართველ კერძო პირებს თანხების გადარიცხვა გაუმარტივეს.

ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები დიდი ყურადღებით მოეკიდნენ საქართველოში მყოფ უკრაინელებსაც და მათ განსხვავებული გზებით დაეხმარნენ: ამჟამად საქართველოში მყოფ ყველა უკრაინელს „თიბისი ბანკი“ უსასყიდლოდ გადასცემს ჯანმრთელობის დაზღვევას, „საქართველოს ბანკი” მზადაა, რომ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული პირები საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოს, ხოლო „ლიბერთი ბანკის” გადაწყვეტილებით, საქართველოში მყოფ უკრაინის ყველა მოქალაქეს საკომისიოს გადახდა არ მოუწევს როგორც საერთაშორისო ფულადი გზავნილებით სარგებლობისას, ასევე უკრაინული ბარათებიდან თანხის განაღდებისას.

ამ ყველაფერთან ერთად, ბანკებმა უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარებაც აღმოუჩინეს: „საქართველოს ბანკმა”, პარტნიორებსა და „წითელ ჯვართან” ერთად, უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა, ხოლო „ტერაბანკმა” უკრაინაში მედიკამენტები და პირველადი მოხმარების სხვა ნივთები გაგზავნა.

საწვავით ვაჭრობა და სამთო მოპოვება:

Wissol-მა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 120 000 ლარი გამოყო, გარდა ამისა, თავშესაფარში მყოფი ადამიანებისთვის კომპანიამ საძილე ტომრები გაგზავნა. Უკრაინას მატერიალურ დახმარებას ასევე უწევს კომპანია RMG, რომელმაც საქველმოქმედო ანგარიშზე 160 000 ლარი გადარიცხა.

კომპანია Socar-ი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს უფასოდ მოემსახურება. საქართველოში შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთის უკრაინაში მიწოდებას კი კომპანია Gulf-ი უზრუნველყოფს. ომში დაჭრილი უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად Rompetrol-ის თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.

სტუმარ-მასპინძლობისა და გართობის სექტორი:

საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისადმი სოლიდარობის აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ სტუმარმასპინძლობისა და გართობის სექტორის წარმომადგენლები: რესტორნები „ჩვენი”, „ქვევრი”, „QooQy Bakery” უკრაინის მოქალაქეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან. „მადარტმა”, „ბროტპლატცმა“ და „ბაზარმა ორბელიანზე” საქართველოში მყოფი უკრაინელები საკვები პროდუქტებით მოამარაგეს, ხოლო Dunkin Donuts-მა და Wendy’s-მა მათ საკუთარი ვაუჩერები გადასცეს.


უკრაინელი ხალხის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს ქართულმა სასტუმროებმა, რომლებიც საქართველოში მყოფ უკრაინელებს დარჩენას უსასყიდლოდ სთავაზობენ – სოლიდარობის ამ ფორმით გამოხატვა „Holiday Inn Tbilisi-მ, Iveria Inn Tbilisi-მ, Sairme Hotels Resorts-მა, Orbeliani Residence Hotel-მა, Folk Boutique Hotel-მა და Hotel Tbilisi Central-მა არჩიეს.

სტუმარმასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიაში აღმოჩნდნენ ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც უკრაინის მხარდაჭერა ფინანსურად არჩიეს: Luca Polare-მ უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად 10 ათასი ლარი გამოყო, ხოლო კლუბ „ბასიანმა” უკრაინელ ხალხს 4-5 მარტის ღონისძიებებზე შემოსული თანხა სრულად გადაურიცხა. მაკდონალდსი და კოკა-კოლა შეუერთდა “მთავარი არხის” სატელევიზო მარათონს და თითეულმა მათგანმა საქველმოქმედო ანგარიშზე 15 000 ლარი გადარიცხა.

სამშენებლო სექტორი:

Archi-მ უკრაინის დასახმარებლად 150 000 ლარი გამოყო, საქველმოქმედო ფონდში 50 000 ლარი გადარიცხეს BK Construction-მა და White Square-მა, „ანაგი ჯგუფმა“ კი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა.

მატერიალური დახმარების გარდა, კომპანია „მოდუსი“ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის. Alliance Group-ი კი საქართველოში მყოფ უკრაინელებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

განათლება:

განათლების სექტორის წარმომადგენლებმა უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერისათვის სხვადასხვა გზას მიმართეს: „საქართველოს უნივერსიტეტი” უკრაინას 1 მილიონი ლარით დაეხმარა, „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) უკრაინელ ტურისტებს მის საერთო საცხოვრებელში განთავსებასა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას სთავაზობს, ხოლო „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” უკრაინელ სტუდენტებს სწავლის გადასახადისგან ათავისუფლებს.

მედია:

საქართველოს „პირველი არხი“, „წითელ ჯვართან“ ერთად, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქველმოქმედო მარათონს მართავს, რომელშიც საქართველოს „ბიზნეს ასოციაციაც“ ერთვება.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდი შექმნა, სადაც მისი დონაცია 500 000 ლარია. ხოლო მთავარ არხზე, „ნანუკას შოუში“ გამართულ მარათონზე „საქართველო უკრაინისთვის“ 800,000 ლარზე მეტი შეგროვდა.

კავშირგაბმულობა და ინფორმაციული ტექნოლოგიები:

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დახმარება ტელეკომუნიკაციებისა და IT-სფეროს წარმომადგენლებმაც აღმოუჩინეს: „სილქნეტმა” და „ბილაინმა” უკრაინის მიმართულებით ზარების განხორციელება და შეტყობინებების გაგზავნა უფასო გახადეს, ხოლო „მაგთის” IP-ტელევიზიაში უკრაინული საინფორმაციო არხი Ukraine 24 გაეშვა და უფასოდ დაემატა ყველა პაკეტს.

ამასთანავე, კომპანიებმა უშუალო ფინანსური დახმარების გაწევაც გადაწყვიტეს: აუდიტორულმა კომპანია Nexia TA Georgia-მ მისი თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით უკრაინისთვის 10 ათასი ლარი შეაგროვა, ხოლო Majorel Georgia-მ გადაწყვიტა, რომ მისი თანამშრომლების მიერ შეგროვებულ თანხას გააორმაგებს და „წითელ ჯვარს” გადასცემს.

საინტერესო ინიციატივით გამოვიდა IT-კომპანია „იუჯითი“, რომელიც მზად არის, სხვადასხვა IT-სერვისი, საკონსულტაციო მომსახურება და პროფესიული ცოდნა გაუზიაროს უკრაინაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც გადაუდებელი ტექნოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

სახელმწიფო კომპანიები:

„საქართველოს ფოსტა“ ფიზიკური პირებისგან უსასყიდლოდ მიიღებს და გაგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების ამანათებს უკრაინის მიმართულებით. „საქართველოს რკინიგზის” გადაწყვეტილებით, უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში იმყოფებიან და მიმდინარე მოვლენების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ რეისზე უფასოდ იმგზავრებენ.

მოდის ინდუსტრია:

მოდისა და ტანსაცმლის საცალო გაყიდვების ინდუსტრიამ უკრაინელი ხალხის დახმარება ფინანსურად და ჰუმანიტარულად გადაწყვიტა: კორპორაცია ICR-ი მარტის თვეში მიღებული შემოსავლების 2%-ს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს, ხელნაკეთი საიუველირო პროდუქციის მწარმოებელი „ემოცია” ყოველი გაყიდული ნივთის ღირებულების 20%-ს „თიბისი ბანკის“ მიერ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხავს, ასევე მოიქცევა „პატერსონი”, რომელიც „თიბისის“ ფონდში ჩანთების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მთლიანად გადარიცხავს.

კომპანია „რექლესმა” უკრაინის მხარდასაჭერი პრინტით მაისურები გამოუშვა, რომლის გაყიდვებიდან მიღებული თანხის 100% გადაირიცხება უკრაინის ეროვნულ ბანკში, ხოლო ყველა მყიდველი დასაჩუქრდება უკრაინის მხარდამჭერი სტიკერებით.

დანარჩენი კომპანიები უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულად ეხმარებიან: კომპანია „გეფერინი“ უკრაინაში გასაგზავნად 12 ათასი ლარის ღირებულების ფეხსაცმელს გასცემს, „ალტერსოქსი” უკრაინაში თავის პროდუქციას გაგზავნის, ხოლო „სპილოუ” – თბილ ტანსაცმელს, ქუდებსა და პირბადეებს.

საცალო ვაჭრობა

საცალო ვაჭრობის სექტორში წარმოდგენილი ქართული კომპანიების დიდი ნაწილი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინელ მოსახლეობას და მათ დასახმარებლად სხვა ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად, საკუთარ პროდუქციასაც გზავნის.

Nikora-მ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქველმოქმედო ანგარიშზე 50 000 ლარი გადარიცხა, გარდა ამისა, მომხმარებლების მიერ გადახდილი თანხის 2% უკრაინაში გადაირიცხება. Agrohub-მა 200 უკრაინელ ოჯახს აგროჰაბის 200-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.

„კარფური“, „გორგია“, „მაგნიტი“ და „დომინო“ უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას და პირველადი მოხმარების ნივთებს გზავნიან.

“კამპამ“, “კულამ“, “კლინტექმა“ “რკომ“, “კოდალამ“, “ჯიპიარმა”, “ფრუტერამ”, “ჩიკორმა”, “მარანი კასრელმა”, “მანნამ”, “კერკმა”, “ანაბეჭდმა”, “ხილარმა”, “ლიმომ”, “ჯინვენტორმა”, “ქეთის  არტ  სტუდიამ”, “სენსესმა”, “ფრიქსმა”, “ჯეო ჰოსპიტალსმა”, “ლიბემ”, “ბესიმ”, “სოციალურმა საწარმო ანინამ”, “ჯორჯიანმედმა”, “ფესომ”, “ეკოვუდმა”, “ინვეტ ჯგუფმა”, “ედვაიზმა”, “კოსმომ”, “ბერტამ”, “აუგუსტის ხილის ქარხანამ”, “ეი ბი ემმა”, “ახალგაზრდა ფერმერმა”, “დოდოკამ”, “ნოვამ”, “გეფერინმა”, “ნიკოლმა”, “ზედაზენმა”, “თხილის კორპორაციამ”, “გუსმ”, “ჰარმოსფერომ”, “ტენემ”, “ეკო ჯორჯიამ”, “ჯორჯიან ნექტარმა”, “ჯეონატურალმა” და “სოფიანამ” უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარება და საკუთარი პროდუქცია გამოყვეს, ტვირთის ნაწილი უკრაინაში გაიგზავნება, ნაწილი კი საქართველოში დარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარე Smart-ის ფილიალი კვებით უზრუნველყოფს უკრაინიდან დევნილ მგზავრებს, რომლებიც პოლონეთ-საქართველოს ავიარეისებით საქართველოში მოფრინავენ.

CARU მიღებული ყოველი შეკვეთიდან 5 ლარს უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადარიცხავს. „ჩიკიტაიმ“ კი შექმნა სათამაშოების ახალი ხაზი – მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხის 30% გადაირიცხება UNICEF-ის სპეციალურ ფონდში, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს უკრაინელ ბავშვებს.

ავტომობილებით ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ლოგისტიკა:

უკრაინის მიმართ გამოცხადებულ სოლიდარობის აქციაში სატრანსპორტო და მიტანის სერვისის სექტორში არსებული კომპანიებიც ჩაერთვნენ: „ავტობასი“ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს სასურველ სასტუმროსა თუ საცხოვრისამდე ტრანსპორტირებას სთავაზობს, ხოლო Wolt-ი და Bolt-ი მათ ფინანსურად ეხმარებიან – უკანასკნელი ევროპის რეგიონში შესრულებული ყოველი შეკვეთიდან 5%-ს უკრაინის დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციებს გადასცემს.

უკრაინელი ხახლის დასახმარებლად საერთაშორისო ლოგისტიკურიმა კომპანიამ Wondernet Express Group-მა 1 მილიონი ლარის ღირებულების მედიკამენტები და პირველადი დახმარების ნივთები გაგზავნა. Წამოწყებას შეუერთდა “კავკასიის ავტოიმპორტიც” – Კომპანიის გუნდმა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ერთ ტონაზე მეტი არამალფუჭებადი პროდუქტი და 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი გააგზავნა.

უკრაინელებს ფინანსურად „თეგეტა” დაეხმარა – ომით დაზარალებულ მოსახლეობას მათ 120 ათასი ლარი გადაურიცხეს.

ენერგეტიკა:

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] წევრმა კომპანიებმა უკრაინელების მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში 320 000 ლარამდე თანხა გადარიცხეს. Ასოციაციის წევრებია: შპს „ფერი“, შპს „ენერგო არაგვი“, კავკასიის განახლებადი ენერგიების ჰოლდინგი (CCEH), სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) და შპს „დეკა“. ამასთან, ასოციაციის რამდენიმე წევრმა უკრაინაში დამატებით ჰუმანიტარული ტვირთიც გაგზავნა. საქველმოქმედო აქციაში ,,ენერგო-პრო ჯორჯიაც“ ჩაერთო, ხოლო კომპანიის თანამშრომლებმა სისხლის დონაცია გაიღეს.

ასოციაციები:

უკრაინისადმი გამოცხადებული სოლიდარობის აქციაში ასოციაციები და სხვადასხვა პროფილის მქონე კომპანიებიც ჩაერთვნენ: ასოციაცია „ანიკა" ეტლით მოსარგებლე უკრაინელებს საცხოვრებლით დაეხმარება, ხოლო „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ უკრაინის მხარდასაჭერად „საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის“ ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა.

ამასთანავე, „ჯეპრა” და „კოლაიდერი” მზად არიან, უკრაინის მოქალაქეებს სამუშაო სივრცე უსასყიდლოდ გამოუყონ.

აეროპორტები:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესები – „ჯორჯიან ბასი“, „ომნიბუსი“, „სმარტი“, „დანკინი“, „მეამა ქოლექთი“, „ბასკინ რობინსი“, „მედ დიაგნოსტიკა“, „იუნიქი“, „კოფისტა“, მარტის ბოლომდე, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ გაუწევენ.

ქართული ბიზნესი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობა, ამ ურთულეს დროს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს გვერდით უდგას და სოლიდარობას უცხადებს. სიმართლე და სიყვარული ბოროტებაზე აუცილებლად გაიმარჯვებენ!

წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up