ქართული ბრენდის ექსპორტის 67%-ი რუსეთზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნიდან იმპორტირებული 42 416 070 ბოთლი ბრენდიდან 29 125 235 ბოთლი რუსეთის ფედერაციაში შედის.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით კი რუსეთის ბაზარზე ექსპორტირებული კონიაკის 18%-ი ანუ უმეტესობა კი მოდის ერთ კომპანიაზე - „ასკანელი ძმები“.
აღნიშნულმა კომპანიამ 2022 წელს რუსეთში 5 318 375 ბოთლი კონიაკი შეიტანა. ასკანელის ძმების კონიაკის მთლიან ექსპორტში კი რუსეთის ბაზრის წილი 83%-ია.
რუსეთის ბაზარზე კონიაკის ლიდერი ექსპორტიორი კომპანიების ტოპ-5 კი ასე გამოიყურება:
- ასკანელი ძმები
- Bolero & Company
- კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
- კახური ტრადიციული მეღვინეობა
- GVMT Group.