ქართული ჩაი „გამარჯობა“ ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება

ქართული ჩაი „გამარჯობა“ ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდება

access_time2023-01-25 14:30:19

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ქართული ჩაი „გამარჯობა“ ჩეხეთის სუპერმარკეტების ქსელში - OXALIS გაიყიდება.


„გამარჯობა“ 1993 წლიდან სხვადასხვა სახელწოდებით აწარმოებს ჩაის. კომპანიის დამფუძნებლებისთვის გურული ჩაის კულტივაცია ოჯახური ტრადიციაა, რომელიც პროფესიულ დონეზე ჩაის სამშობლოში, ჩინეთში შეისწავლეს. ჩინეთში ჩაის ახალ ჯიშებს, სახეობებსა და ტექნოლოგიებს გაეცნენ, საქართველოში დაბრუნებულებმა კი შექმნეს ,,გამარჯობა“, რომლისთვისაც ნედლეულს გურიის მთიან, პესტიციდებისგან სრულიად სუფთა ზონიდან, ადგილობრივი ფერმერების დახმარებით იღებენ.


სააგენტოს პროგრამის გამოცხადება კომპანიისთვის იყო მოტივაცია, რომ ჩეხურ ქსელთან OXALIS მოლაპარაკებები დაეწყოთ. ქსელი პროდუქციის განსათავსებლად ე.წ. შესვლის ღირებულებას (Entrance Fee) ითხოვდა. სამეწარმეო ბაზარზე საერთაშორისო ქსელების მიერ საწევრო გადასახადის დაწესება მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენს და ხშირად მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან წინაღობად რჩება მოლაპარაკებების წარმოებისას. პროგრამის ფარგლებში, ქართულ მცირე და საშუალო ექსპორტიორ კომპანიებს საშუალება ეძლევათ, კავშირები დაამყარონ საექსპორტო ბაზრებზე არსებულ პირდაპირი გაყიდვების არხებთან და ისარგებლონ მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით.


,,ექსპორტის სტიმულირების პროგრამაში მონაწილეობამდე ჩაის ვყიდდით, თუმცა დაუფასოებლად, სპეციალური შეფუთვის გარეშე. პროგრამამ საშუალება მოგვცა, ოცნება აგვეხდინა და უცხოელი პარტნიორებისათვის შეგვეთავაზებინა უნიკალური პროდუქცია, ქართული სახელითა და ლოგოთი. ეს შეთავაზება მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა და საბოლოოდ ასე გაკეთდა საერთო საქმე. ჩვენი წინაპრების მივიწყებულმა ტრადიციამ განსაკუთრებული პოპულარობა და დაინტერესება გამოიწვია ჩეხეთში“ - ავთანდილ ლომთათიძე, თანადამფუძნებელი




„გამარჯობა“ მომხმარებლებს პრემიუმ ხარისხის შავ, თეთრ, დაძველების მეთოდით შექმნილ ჩაისა და ხელნაკეთ ჩაის სთავაზობს. ჩაის ფოთლებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით დაადგინეს, რომ ქართული ჩაი ბუნებრივად ითვისებს ვარდის, აკაციის და თაფლის სურნელს, რაც ქართულ ჩაის განასხვავებს სხვა ქვეყნების ჩაისგან. ამ პროდუქციასთან ერთად ჩეხეთში უკვე გაყიდვაშია მათი ჩაის ნაყენზე დამზადებული ალკოჰოლური სასმელი.


შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სააგენტომ ,,აწარმოე საქართველოში“, ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშესაწყობად, ექსპორტის სტიმულირების საპილოტე პროგრამა დაიწყო.
პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ პროდუქტის ლიცენზირების, ბრენდინგისა და საერთაშორისო სავაჭრო ქსელში შესვლის პროცესი სააგენტოს მხარდაჭერით გაიარონ.



პროგრამის ფარგლებში, ქართულ კომპანიებში აქტიურად ინერგება ექსპორტის მასტიმულირებელი მექანიზმები, რაც წარმატებულად მოქმედებს პროდუქტებისა და სერვისების დივერისიფიცირებაზე და ხელს უწყობს საერთაშორისო გაყიდვების წახალისებას.


ექსპორტის სტიმულირების პროგრამის ბენეფიციარია გურული ჩაი „გამარჯობა“, რომელმაც პროგრამის საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტით ისარგებლა, საბოლოოდ კი პროდუქციის ევროკავშირში გატანა და ჩეხეთის ერთ-ერთ წამყვან მიზნობრივ ქსელში ქართული წარმოების ჩაის განთავსება შეძლო.

 



თეგები:
ჩაი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up